„თსუ არ არის მხოლოდ უნივერსიტეტი“ – გიორგი კვირიკაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბულესთან დაკავშირებით ისაუბრა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოსთვის თსუ არ არის მხოლოდ და მხოლოდ უნივერსიტეტი, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი კულტურული კერა და ასევე, ეროვნული მუხტისა და თვითმყოფადობის შემანარჩუნებელი ინსტიტუცია, რომელმაც თაობები გაზარდა.
„წელს ჩვენ ვზეიმობთ ჩვენთვის ყველაზე საამაყო უნივერსიტეტის დაარსების 100 წლის იუბილეს. ამ უნივერსიტეტმა გაზარდა თაობები, რომლებმაც შეინარჩუნეს ის ეროვნული მუხტი, რომელმაც დღეს ჩვენ მოგვიტანა დამოუკიდებელი ქვეყანა და სწორედ ამ უნივერსიტეტის კერაზე გაიზარდა არაერთი სასიქადულო მამულიშვილი, რომელმაც საქართველოს სახელი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაიტანა. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი უნივერსიტეტით და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იუნესკოს ეგიდით ტარდება ეს იუბილე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 147 ქვეყნიდან ჩამოვა წარმომადგენლობა და დელეგაციები, როგორც სამეცნიერო წრეებიდან, ასევე სხვადასხვა ხელისფულების წარმომადგენლები და ჩვენთან ერთად იზეიმებენ ამ უდიდესი ტრადიციების მქონე უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს,“ – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერმა დღეს ასევე დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებითაც ისაუბრა.
მოამზადა ქეთი გიგოლაშვილმა
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება