თსუ-ის რექტორის არჩევნებში გიორგი შარვაშიძემ გაიმარჯვა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი კვლავ გიორგი შარვაშიძე იქნება. დღეს გამართულ რექტორის არჩევნებში, რომელიც სულ ახლახანს დასრულდა, გიორგი შარვაშიძემ გაიმარჯვა. გადაწყვეტილება აკადემიურმა საბჭომ უკვე დაამტკიცა.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად გიორგი შარვაშიძე აკადემიურმა საბჭომ აირჩია.
საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კახა ლორიას თქმით, ფარული კენჭისყრის პროცესი მშვიდობიან გარემოში მიმდინარეობდა.
“აკადემიური საბჭოს 38 წევრიდან ხმის მიცემის პროცესში 37 წევრმა მიიღო მონაწილეობა. გიორგი ბარამიძემ მიიღო 1 ხმა, ცირა ბარამიძემ – 1 ხმა, გიორგი შარვაშიძემ -32 ხმა, 3 ბიულეტენი ბათილად იქნა ცნობილი. არჩევნებს 2 დამკვირვებელი აკვირდებოდა. შედეგად, უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ მომდევნო 4 წლის ვადით რექტორად გიორგი შარვაშიძე აირჩია.“, – განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, არჩევნების შედეგები გადაეგზავნა აკადემიურ საბჭოს, რომელმაც გიორგი შარვაშიძის უფლებამოსილება ცნო.
აკადემიური საბჭოს წევრის რევაზ შანიძის განცხადებით, გადაწყვეტილების მიღების დროს აკადემიურმა საბჭომ იხელმძღვანელა იმ კონცეფციებით, რომელიც რექტორობის კანდიდატებს ჰქონდათ წარმოდგენილი.
„ჩვენ გვქონდა საშუალება გავცნობოდით კონცეფციებს და გავსაუბრებოდით კანდიდატებს. გიორგი შარვაშიძეს აკადემიური საბჭოს მხარდაჭერა ნამდვილად ქონდა. მან 4 წლის განმავლობაში კარგად წარმოაჩინა საკუთარი შესაძლებლობები და წარმოადგინა უნივერსიტეტის განვითარების საინტერესო გეგმა“, – აღნიშნა აკადემიური საბჭოს წევრმა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში 3 კანდიდატი მონაწილეობდა: გიორგი ბარამიძე, ცირა ბარამიძე, გიორგი შარვაშიძე. თსუ რექტორობის კანდიდატებს აკადემიური საბჭოს წევრები ZOOM-ის პლატფორმის მეშვეობით გაესაუბრნენ, რის შემდეგაც გაიმართა კენჭისყრა.
არჩევნებში მონაწილეობას სულ სამი კანდიდატი იღებდა: გიორგი შარვაშიძე, გიორგი ბარამიე და ცირა ბარამიძე. შარვაშიძე ამ თანამდებობას უკვე მეორედ, ოთხი წლის ვადით დაიკავებს.
რექტორობის კანდიდატების სამოქმედო გეგმა და კონცეფცია საჯარო იყო და ხელმისაწვდომი ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.
-
ეს გზა 64 ჰარვარდამდე მიგვიყვანს? – საეტაპო ცვლილებებითა და პასუხგაუცემელი კითხვებით სავსე 2025 წელი განათლებაში
by ARIS.GE-განათლება
-
„რეფორმის ლოგიკაა, მივცეთ ნაკლები განათლება ახალგაზრდებს და იაფ მუშახელად დარჩებიან“ – მოსალოდნელ რისკებზე ილიაუნიში ისაუბრეს
by ARIS.GE-განათლება
-
შემაჯამებელი დვალების, წერის აღდგენის ჩანიშვნა კონკრეტულ მოსწავლეებთან – ინსტრუქცია და შემაჯამებელი ტესტური დავალების ნიმუში
by ARIS.GE-განათლება