თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად ჯაბა სამუშია აირჩიეს – როგორია მისი სამოქმედო გეგმა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები დასრულდა. თსუ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ რექტორის მოვალეობის შემსრულებლად 6 თვემდე ვადით ჯაბა სამუშია აირჩია.
საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის კახა ლორიას თქმით, აკადემიური საბჭოს სიითი შემადგენლობიდან (33 წევრი) 30-მა წევრმა მიიღო მონაწილეობა არჩევნებში. აქედან 28 წევრმა მხარი დაუჭირა ჯაბა სამუშიას, 2 ბიულეტენი ბათილად იქნა ცნობილი. საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა თსუ აკადემიურმა საბჭომ.
კენჭისყრის პროცესი სტუდენტების ნაწილის საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. როგორც ცნობილია, ჯაბა სამუშია ერთადერთი კანდიდატი იყო, რომელმაც თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე შეიტანა განაცხადი.
რაც შეეხება მისი, როგორც რექტორის მოავლეობის შემსრულებლის მოკლევადიან სამოქმედო გეგმას, ის 13 მნიშვნელოვანი პუნქტისგან შედგება და მათ შორის, ჯაბა სამუშია ასახელებს სტუდენტებთან თანამშრომლობასაც.
იხილეთ ჯაბა სამუშიას სამოქმედო გეგმა
შეგახსენებთ, რომ თსუ რექტორის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც 7 ოქტომბერს, თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ დაკავებული თანამდებობიდან ვადაზე ადრე გადადგომის თაობაზე აკადემიურ საბჭოს მიმართა.
-
განათლების სამინისტრო სასკოლო ფორმებზე: კომპანიამ, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი წარმოადგინა, მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
რა დაჯდება 2026 წელს სახელმწიფო უმაღლესებში ჩარიცხული 21 600-მდე სტუდენტის უფასოდ სწავლა? – რის თქმა (ვერ) შეძლო EDU.ARIS.GE-სთან განათლების მინისტრის მოადგილემ
by ARIS.GE-განათლება
-
შეუძლია თუ არა სტუდენტს, რომელიც ფასიანზე სწავლობს, უფასო სწავლების მოდელით ისარგებლოს – განათლების სამინისტროს პასუხი
by ARIS.GE-განათლება