„თუ ამ დინამიკით წავედით, ეს არავითარ საფრთხეს არ უქმნის სწავლის დაწყებას“
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის (NCDC) ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ ქვეყანაში ამჟამად არსებული ეპიდემიური სიტუაცია შენარჩუნდება, სექტემბერში სწავლის დაწყებას საფრთხე არ შეექმნება. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.
„აქამდე, 3-4 თვის განმავლობაში ქართველები კარგად ემორჩილებოდნენ წესებს, ამიტომ მოვედით ამ მდგომარეობამდე, რომ ჩვენთან ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი არის შედარებით დაბალი, ვიდრე ჩვენს ირგვლივ მყოფ ქვეყნებში. თუ ჩვენ ამ დინამიკით წავედით, რაც დღეს გვაქვს, ეს არავითარ საფრთხეს არ უქმნის არც სწავლის დაწყებას, არც არჩევნების ჩატარებას, არც კიდევ სხვა ღონისძიებებს, თუ ეპიდსიტუაცია იქნება ისეთი, როგორიც დღეს არის“, – განაცხადა NCDC-ის ხელმძღვანელმა.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ საზოგადოება რეკომენდაციებს არ დაიცავს, ადვილი შესაძლებელია სიტუაცია გაუარესდეს.
„ღმერთმა დაგვიფაროს და თუ ეპიდსიტუაცია იქნა ისეთი, როგორიც ზოგიერთ მეზობელ ქვეყანაშია, ანუ თუ ჩვენ არ მოვუფრთხილდით დიდ მონაპოვარს, სახელმწიფოს და საზოგადოების ერთობლივ მონაპოვარს და ავიშვით, მაშინ, რა თქმა უნდა, არის რისკი ეპიდსიტუაციის გაუარესების. ამიტომ, ეპიდსიტუაციის მიხედვით იქნება შემდეგ გადაწყვეტილება უკვე მისაღები – საჭირო გახდება ისევ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, თუ არა და ა.შ. ამიტომ, ჯერ დაველოდოთ და თხოვნაა, რომ ყველამ ერთობლივად შევასრულოთ ის რეკომენდაციები, რასაც ჯანდაცვის სექტორი იძლევა“,- განმარტა ამირან გამყრელიძემ.
-
2026 წლის საგრანტო გამოცდაზე როგორც კერძო, ისე სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები გავლენ – სავარაუდო ვადები დასახელდა
by ARIS.GE-განათლება
-
„უნდა გამოცხადდეს სტუდენტთა რეგისტრაცია სახელმწიფო დაფინანსების მოსაპოვებლად ან გასაუმჯობესებლად“ – დეტალები
by ARIS.GE-განათლება
-
როცა ცვლილება გაურკვევლობას ბადებს – ერთი პედაგოგის ხედვა
by განათლებული ბლოგი