თუ ჩვენი ქცევა ასეთი დარჩა, შეიძლება რისკი შეექმნას სექტემბერში სწავლის დაწყებას – ჯანდაცვის მინისტრი
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატების ფონზე საზოგადოებას მეტი მობილიზებისკენ მოუწოდა და სექტემბერში სწავლის დაწყების შესახებ განმარტება გააკეთა.
“ამ ეტაპისთვის სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით ცვლილებებს არ ვგეგმავთ. მაგრამ, მოქალაქეებს რომლებიც ელოდებიან, რომ მათი შვილები წავლენ სკოლაში და ეს ძალიან მტკივნეული და მნიშვნელოვანი საკითხია ჩვენი საზოგადოებისთვის, მნიშვნელოვანია გაითვალისწინონ, რომ ეს ყოველივე დამოკიდებული არის ჩვენს ქცევაზე. თუ ჩვენი ქცევა იქნება ისეთი, როგორიც არის დღეს და დღეს ჩვენ გვაქვს არა ნიღბის ტარება, არა სოციალური დისტანცირება და ასე შემდეგ, ეს რა თქმა უნდა, ჩვენ მიგვიყვანს იმ გადაწყვეტილებამდე, რომ შეიძლება რისკი შეექმნას სექტემბერში სწავლის დაწყებას. აქედან გამომდინარე, სრული მობილიზაცია ჩვენი მოქალაქეებისა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ბავშვებს მიეცეთ შესაძლებლობა უსაფრთხო, კოვიდისგან თავისუფალ სკოლებში მიიღონ განათლება”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
როგორც აქამდე იყო ცნობილი, ახალი სასწავლო წლის დაწყება სკოლებსა და უმაღლესებში 15 სექტემბერს იგეგმებოდა. შეიცვლება თუ არა საკლასო ოთახსა და აუდიტორიებში სწავლება დისტანციური განათლებით, ეს ეპიდსიტუაციაზე იქნება დამოკიდებული.
მინისტრი: სკოლებში სწავლა დაიწყება 15 სექტემბერს და სწავლა ჩვეულ რეჟიმში განახლდება უნივერსიტეტებშიც
-
საგამოცდო პროცესი სრულად ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართება – რა პრიორიტეტები გაწერა მთავრობამ უმაღლეს განათლებაში
by ARIS.GE-განათლება
-
„სკოლის მასწავლებლის ხელფასი საათზე, დაახლოებით, 2 ლარით იზრდება“ – ფინანსთა მინისტრის მოადგილის პასუხები 2027 წლის ბიუჯეტზე
by ARIS.GE-განათლება
-
„რეპეტიტორიუმისთვის ახალი სასწავლო პროგრამა და შესაბამისი სახელმძღვანელოები უნდა შემუშავდეს“ – ირაკლი კობახიძე
by ამბები ზოგადი განათლებიდან