„თუ რა მოხდება პირველ ოქტომბერს, უფრო უკეთესი პასუხი შეიძლება, ერთ კვირის თავზე გვქონდეს“
დღეს საქართველოს რეგიონების ნაწილში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში დაიწყო. ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე ყველაზე აქტუალური კითხვაა მივლენ თუ არა დანარჩენი ქალაქების და რეგიონების მოსწავლეები პირველ ოქტომბერს სკოლაში?
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, წინასწარ პროგნოზირება ძნელია, თუმცა ეს გარკვეულწილად იქნება დამოკიდებული იმაზეც, თუ როგორ წარიმართება სასწავლო პროცესი იმ რეგიონებში სადაც სკოლები უკვე გაიხსნა. თამარ გაბუნიას თქმით, ეპიდემია დინამიური პროცესია და ერთ კვირაში ამ კითხვაზე უფრო ნათელი პასუხი იარსებებს.
„ეპიდემია დინამიური პროცესია. ჩვენ გარანტირებულად გვქონდა იმის იმედი, რომ 15 სექტემბერს დავიწყებდით სწავლას საკლასო ოთახებში. დავიწყებთ სწავლას საკლასო ოთახებში რიგ რეგიონებში, მაგრამ უნდა დავიცადოთ სხვა რეგიონებში და დავაკვირდეთ. დღეს ჩემგან იმის თქმა, ეს რამდენად რეალისტურია ან არ არის რეალისტური, არასერიოზული იქნება. უნდა დაველოდოთ, რადგან ახლა ვართ ძალიან აქტიურ ფაზაში ინფექციის კონტროლის. ამდენად, დავიცადოთ ახლა და უფრო უკეთესი პასუხი შეიძლება ერთ კვირის თავზე გვქონდეს თუ რა მოხდება პირველ ოქტომბერს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
-
„სახელმძღვანელოები პრაქტიკულად არ გვაქვს, ძალიან სერიოზული პრობლემაა“ – კონსერვატორიის რექტორი
by ARIS.GE-განათლება
-
პედაგოგებმა შალვა პაპუაშვილს მიმართეს – „დამრიგებლის დანამატის ზრდა, ღირსეული პენსია, დაზღვევის გაუმჯობესება და სოციალური შეღავათები“
by ARIS.GE-განათლება
-
კითხვის უნარის განვითარების სირთულეები და მათი გადაჭრის გზები დაწყებით კლასებში – ის, რაც მშობელმა და მასწავლებელმა უნდა იცოდეს
by განათლებული ბლოგი