„თუ რამდენი ბავშვი უნდა იჯდეს საკლასო ოთახში, ამაზე მუშავდება შესაბამისი რეგულაციები“
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, სპეციალისტები სასწავლო წლის დაწყებისთვის სპეციალური რეგულაციებზე მუშაობენ, რომლის მიხედვითაც განსაზღვრული იქნება თუ რამდენი ბავშვი განთავსდება ერთ საკლასო ოთახში.
„თუ ეპიდსიტუაცია დაახლოებით ასეთი გვექნა, როგორიც დღესაა, მართვადი, პულსზე გვიჭირავს ხელი და თუ არ „გაგვექცა“, მაშინ სწავლის დაწყებას ხელს არაფერი არ შეუშლის. ოღონდ, რა თქმა უნდა, მუშავდება შესაბამისი რეგულაციები თუ რამდენი ბავშვი უნდა იჯდეს საკლასო ოთახში, როგორ უნდა ხდებოდეს ვენტილაცია. ბავშვებს ხელმისაწვდომი უნდა ჰქონდეთ საპონი ან ხელის დაბანის სხვა საშუალებები. აუცილებელი გახდება თერმოსკრინინგი“, – ამბობს ამირან გამყრელიძე.
მისივე თქმით, ქვეყენაში არსებულ ცხელების ცენტრებს, სადაც კორონავირუსიანი პაციენტების დიაგნოსტირება ხდება, საკუთარი ინიციატივით ძალიან ცოტა მოქალაქე მიმართავს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მშობლებს აფრთხილებს, რომ კოვიდ ინფექცია ბავშვებში შესაძლოა დიარეითაც დაიწყოს ამიტომ, ცხელების შემთხვევაში, აუცილებელია მოქალაქეებმა შესაბამის დაწესებულებას მიმართონ.
„ზაფხულის პერიოდია და შეიძლება სხვადასხვა მიზეზით ადამიანს ჰქონდეს ტემპერატურა და შეიძლება ამ განმოვლინებებში იმალებოდეს კოვიდ ინფექცია, განსაკუთრებით მშობლებს მივმართავ, კოვიდ ინფექცია ბავშვებში შეიძლება იწყებოდეს დიარეით, ამიტომ ყველა ამ შემთხვევაში, როდესაც ტემპერატურა გვაქვს, აუცილებელია ბავშვი იქნება თუ მოზრდილი ამბულატორიულ ცენტრებს მივმართოთ“, – განმარტავს ამირან გამყრელიძე.
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
-
სქემის ფარგლებში მასწავლებლები ელექტრონული სისტემის წარმოებას დაიწყებენ – პროფესიული განვითარებისა და წინსვლის ახალი სქემა ძალაში შევიდა (დადგენილება)
by ARIS.GE-განათლება
-
განკერძოებული სიტყვები, გამოთქმები და მათი სწორად წერა – მაგალითები და წესები გამოცდაზე დაგეხმარებათ
by გრამატიკული ცნობარი
-
გასამმაგებული კონკურენცია – ის, რაც მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებმა და მშობლებმა უნდა იცოდნენ
by ARIS.GE-განათლება