„ტყიბულის ერთი სკოლიდან ინფიცირებულია 17 მოსწავლე და 5 პედაგოგი“
ტყიბულის N2 საჯარო სკოლის 17 მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა, ასევე ინფიცირებულია სკოლის 5 პედაგოგი. ტყიბულის მერის თემურ ჩუბინიძის განცხადებით, ამ ეტაპზე კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს და სწავლის პროცესი დისტანციურად გაგრძელდება.
დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა ქუთაისის N13 საჯარო სკოლაც. მასწავლებლის Covid-19-ით ინფიცირების გამო აღნიშნულ სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა, ერთ-ერთ პედაგოგს ვირუსი გუშინ დაუდასტურდა. როგორც EDU.ARIS.GE-ს სკოლაში განუცხადეს, ინფიცირებული მასწავლებელი სკოლაში პარასკევის ჩათვლით დადიოდა და გაკვეთილებს სხვადასხვა კლასში ატარებდა. შესაბამისად, სკოლის ყველა პედაგოგი თვითიზოლაციაში იმყოფება. სკოლის დირექტორის ელისო ირემაძის ინფორმაციით, სწავლება ონლაინ რეჟიმზე გადავიდა და ორი კვირის განმავლობაში დისტანციურად გაგრძელდება.
ინფორმაციისთვის, დღეს მთავრობის კანცელარიაში საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა იმართება, რომლის შემდეგაც არ არის გამორიცხული, პანდემიის ფონზე მთავარმა ეპიდემიოლოგებმა რეგულაციების გამკაცრების შესახებ გააკეთონ განცხადებები. შეეხება თუ არა ახალი რეგულაციები განათლების სისტემის მუშაობას ჯერ უცნობია.
მოამზადა ჟუკა ბანძელაძემ
-
„სად გაქრა XIX საუკუნის ანექსია, აჯანყებები, რუსული მმართველობის დამყარება?“ – საგნობრივი ექსპერტი ისტორიის სახელმძღვანელოზე
by ARIS.GE-განათლება
-
„ჩვენი მიზანია, მინიმუმ გათანაბრდეს სწავლების ხარისხი საჯარო და კერძო სკოლებს შორის“
by ARIS.GE-განათლება
-
ცნობილია, ვისი ავტორობით დაიწერა და რა წერია ახალ სასკოლო წიგნებში – ელექტრონული ვერსიები კლასების მიხედვით (I ნაწილი)
by ARIS.GE-განათლება