უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები აუდიტორიებში სწავლას 19 ოქტომბრიდან განაახლებენ, ბაღები კი 12 ოქტომბერს გაიხსნება
უწყებათაშორისი კომისიის გადაწყვეტილებით, უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში აჭარის გარდა, სწავლა აუდიტორიებში 19 ოქტომბრიდან განახლდება.
ამის შესახებ განათლების მინისტრმა მთავრობის კანცელარიაში ჟურნალისტებთან ბრიფინგზე განაცხადა.
„19 ოქტომბრიდან, აჭარის გარდა ყველგან, სტუდენტები დაბრუნდებიან აუდიტორიებში, უნივერსიტეტები და პროფესიული სასწავლებლები არა დისტანციურად, არამედ აუდიტორიებში განაახლებენ თავიანთ ფუნქციონირებას. ეს არის ეტაპობრივი, ანუ ჩვენ ძალიან დეტალურად ვაკვირდებით და ადაპტაციის პროცესის ეტაპების გათვალისწინებით არის ეს თარიღები შერჩეული. 12 და 19 ოქტომბერი ორივე არის ორშაბათი და ეს ეტაპობრივად მოხდება, მოსწავლეების და, შესაბამისად, სტუდენტების დაბრუნება საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
მინისტრმა აქვე განმარტა, VII-XII კლასების მოსწავლეებთან დაკავშირებით, რომლებიც 4 დიდ ქალაქში, ისევ დისტანციურად აგრძელებენ სწავლას, გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში აცნობენ საზოგადოებას.
“პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეები ბრუნდებიან სკოლაში პირველი ოქტომბრიდან და მე–7 მე–12 კლასის მოსწავლეებთან დაკავშირებით, ჩვენ ახლო მომავალში გავაკეთებთ განცხადებას”, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
მისივე განცხადებით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აჭარის გარდა ყველგან საბავშვო ბაგა-ბაღები სააღმზრდელო პროცესს 12 ოქტომბრიდან განაახლებენ.
მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა
-
საგამოცდო პროცესი სრულად ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართება – რა პრიორიტეტები გაწერა მთავრობამ უმაღლეს განათლებაში
by ARIS.GE-განათლება
-
„სკოლის მასწავლებლის ხელფასი საათზე, დაახლოებით, 2 ლარით იზრდება“ – ფინანსთა მინისტრის მოადგილის პასუხები 2027 წლის ბიუჯეტზე
by ARIS.GE-განათლება
-
„რეპეტიტორიუმისთვის ახალი სასწავლო პროგრამა და შესაბამისი სახელმძღვანელოები უნდა შემუშავდეს“ – ირაკლი კობახიძე
by ამბები ზოგადი განათლებიდან