„ვადასტურებთ, რომ სამინისტრო ემზადება ახალი სასწავლო წლისთვის, რომ 15 სექტემბერს დაიწყოს სასწავლო პროცესი“
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე ამბობს, რომ უწყება 2020-2021 სასწავლო წლის დაწყებისთვის აქტიურად ემზადება და მთავარი პრიორიტეტია, რომ გაკვეთილებმა საკლასო ოთახებში გადაინაცვლოს.
„ნამდვილად ვადასტურებთ, რომ სამინისტრო ემზადება ახალი სასწავლო წლისთვის, რომ 15 სექტემბერს დაიწყოს სასწავლო პროცესი. ჩვენი ამოცანაა, რომ მოსწავლეებმა მიიღონ სრულფასოვანი განათლება და ხელმისაწვდომობა ყველა მოსწავლისთვის თანაბარი იყოს. სწორედ ამიტომ, ვართ პროცესში, ვგეგმავთ, თუ რა ფორმით შევთავაზებთ მოსწავლეებს განათლებას. ხაზს ვუსვამ, მთავარი მიზანი არის, რომ მოსწავლეები დაუბრუნდნენ სკოლებს და საკლასო ოთახში განახლდეს სასწავლო პროცესი“,- აცხადებს ეკატერინე დგებუაძე.
მინისტრის მოადგილის თქმით, ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არ არის, 2020-2021 სასწავლო წლისთვის როგორი ფორმით გააგრძელებენ მუშაობას სკოლები, მაგალითად განხორციელდება თუ არა პირველი და მეორე კლასების მოსწავლეების სკოლაში დაშვება და სხვა კლასების კვლავ ონლაინ რეჟიმზე გადაყვანა. ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, მუშავდება რამდენიმე ვერსია და საბოლოო გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებამდე გახდება ცნობილი.
„ვერსია არის ძალინ ბევრი და ჩვენ ყველა სიტუაციიდან გამომდინარე, უნდა ვიპოვოთ გზა განათლების ხელმისაწვდომობისკენ, ეს იქნება შერეული მოდელი, თუ ეს იქნება მთლიანად საგაკვეთილო პროცესი, რომელიც საკლასო ოთახში წარიმართება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია, ისევ და ისევ ვთანამშრომლობთ ჯანდაცვის სამინისტროსთან და უახლეს პერიოდში მოვაწყობთ პრეზენტაციას ამ საკითხზე და სკოლებსაც გადავუგზავნით. ჩვენ ვმუშაობთ და ამ სამუშაო პროცესში ჩართულები არიან სკოლების ადმინისტრაციები, არასმთავრობო ორგანიზაციები და მშობლები. ჩვენი მიზანია მივიღოთ გარკვეული მოდელები, რასაც შევთავაზებთ სკოლებს, მე მგონია, რომ ეს არის პირიქით პოზიტიური, როდესაც საუბარია იმაზე თუ როგორ უნდა დაიწყოს სასწავლო წელი“,- ამბობს ეკატერინე დგებუაძე.
სკოლაში მონაცვლეობით სიარული, თუ ორცვლიანი სწავლება, – არჩევანი სკოლებს სამინისტროსგან (დოკუმენტი)
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება