ვაკანსია EDU.ARIS.GE-ზე – რედაქტორი/პროდიუსერი
საგანმანათლებლო ინტერნეტ-პორტალი edu.aris.ge აცხადებს ვაკანსიას რედაქტორის/ პროდიუსერის პოზიციაზე (ანალიტიკის/პუბლიცისტიკის მიმართულებით) სრული განაკვეთით და ეძებს გამოცდილ, კომუნიკაბელურ, ენერგიულ, შედეგებზე ორიენტირებულ კანდიდატს.
აუცილებელი მოთხოვნები:
თხრობისა და წერის კარგი უნარები, მულტიმედია წარმოების გამოცდილება, სოციალური მედიის ცოდნა, ციფრული აუდიტორიის ანალიზის გამოცდილება, რედაქტორის/პროდიუსერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
ძირითადი მოვალეობები:
ინფორმაციის წყაროებთან მუშაობა, აქტუალური თემების მოძიება და დამუშავება, რეპორტიორების მართვა, მულტიმედია მასალების რედაქტირება და დახვეწა, ასევე სხვა აქტივობები და მოვალეობები საჭიროებების მიხედვით.
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 2000 ლარიდან (გადასახადების ჩათვლით), თანამდებობრივი სარგოს ოდენობა დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე.
განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 30 ივნისი, 2020
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათით, ასევე 5 პუბლიკაცია მაძიებლის ავტორობით/თანაავტორობით/ხელმძღვანელობით მისამართზე: [email protected], თემაში მიუთითეთ – „პროდიუსერი“
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმე პუბლიკაციების გარეშე არ განიხილება.
შემოუერთდით არის.ჯი-ს გუნდს!
Aris.ge-განათლება წარმოადგენს ყველაზე დიდი აუდიტორიის მქონე ქართულ საგანმანათლებლო პორტალს, რომელიც აერთიანებს ორ ვებ-გვერდს: edu.aris.ge და studinfo.ge (პორტალს, გუგლის მონაცემებით, ყოველთვიურად ჰყავს 400 000-ზე მეტი უნიკალური ვიზიტორი, ხოლო ფეისბუკის გვერდებს-200 000-ზე მეტი გამომწერი).
ჩვენ წლების (2014-დან) განმავლობაში აქტიურად ვთანამშრომლობთ განათლების სფეროში ჩართულ ყველა სახელმწიფო და კომერციულ სტრუქტურასთან, ყოველდღიურად ვაშუქებთ განათლების სფეროში მიმდინარე მოვლენებს, ვაქვეყნებთ სტატიებს, რეპორტაჟებს, ინტერვიუებს ექსპერტებთან და განათლების სფეროში მოღვაწე პირებთან, ვათავსებთ ინფორმაციას სასწავლო პროგრამების შესახებ, სასწავლო მასალებს და მრავალ სხვას.
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება