„ვიცი, რომ ნამდვილად პროფესიონალების ხელში ვიქნები“ – გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პირველკურსელების პირველი შთაბეჭდილებები
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში პირველკურსელებისთვის ელექტრონული მინი გამოკითხვა ჩატარდა. გამოკითხვის მთავარი მიზანი კი მათი მოსაზრების მოსმენა იყო – თუ რატომ გააკეთეს არჩევანი ამ უნივერსიტეტზე და როგორია მათი შთაბეჭდილებები.
გთავაზობთ სხვადასხვა მიმართულების პირველკურსელების პირველ შთაბეჭდილებებს (ანონიმურობა დაცულია ავტ.):
გ.მ. – სამართალი: როდესაც პირველად შემოვდგი ფეხი, პატარა ვიყავი და ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს სახლში ვიყავი, ისეთივე თბილი და მყუდრო გარემო დამხვდა, რომელსაც შესანიშნავი ადამიანები ქმნიდნენ და ქმნიან და დღეს უკვე მეც მათი ნაწილი ვარ.
მ.ბ. – ფსიქოლოგია: ამ უნივერსიტეტში პირველად ფსიქოლოგიის პროექტში ვმონაწილეობდი, ხმამაღლა შემიძლია განვაცხადო, რომ ამ ტრენინგმა გადამაწყვეტინა რა მინდოდა. ზოგადად ყველა სფერო მაინტერესებს, თუმცა იმ დღეს გადავწყვიტე, რომ პროფესიად ფსიქოლოგია ამერჩია.
ა.გ. – ტურიზმი: მეგობრული რექტორი, სტუდენტები და ძალიან კარგი გარემო დამხვდა, რამაც მომხიბლა და იმედი მომეცა, რომ მათი დახმარებით ნებისმიერ დაბრკოლებას გადავლახავ და ისინი ყველაფერში დამეხმარებიან.
ლ.ქ. – სამართალი: ღმერთოო! ნუთუ მართლა გრუნის სტუდენტი ვარ და რამდენიმე წელი აქ უნდა გავატაროო… მჯერა, რომ იმედები არ გამიცრუვდება, ყველას დავამახსოვრებ თავს…
ნ.რ. – ფსიქოლოგია: გარემო,სადაც შეგიძლია იყო სხვა რეალობაში, სწორ რეალობაში.
კ.გ. – სამართალი: ვფიქრობ, რომ ყველაზე კარგი გაცვლითი პროგრამები და იმიტირებული სასამართლო გაქვთ. ძალიან მომწონს თქვენი დამოკიდებულება სტუდენტების მიმართ.
მ.კ. – სამართალი: პირველად მე-10 კლასში ვიყავი, როდესაც პროექტ teen academy-ის შესახებ გავიგე, უნივერსიტეტის გარემომ და სწავლის ხარისხმა სასიამოვნოდ გამაოცა… უნივერსიტეტმა ამისრულა ოცნება და 16 წლის ასაკში შევძელი, რა თქმა უნდა, გუნდთან ერთად, პარლამენტში კანონპროექტი გამეტანა… მალევე მივხვდი, რომ, ასაკის მიუხედავად, დიდი შესაძლებლობა გვაქვს. ამაში კი სწორედ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი პირადად მე ძალიან დამეხმარა… მე აღმოვაჩინე ჩემი ყველა სურვილი ამ უნივერსიტეტში და მჯერა მომავალშიც ვიამაყებ ჩემი გადაწყვეტილებით… სწორედ ამიტომ ავირჩიე #033.
თ.ს. – ტურიზმი: ამ უნივერსიტეტში მივიღე სითბო და ყურადღება, თავი ვიგრძენი სტუდენტად.
კ.ჯ. – სამართალი: უპირველეს ყოვლისა, უნივერსიტეტის დიზაინმა და ადმინისტრაციის კეთილგანწყობამ მომხიბლა, ბევრი სტუდენტისგან მსმენია საკუთარი უნივერსიტეტის მიმართ გამოთქმული უკმაყოფილება, რადგან ზოგიერთი სასწავლებლის ადმინისტრაცია უხეშად და აგდებულად უდგება ბავშვებს. ამაყი ვარ რომ გრუნი ამ მხრივ მდიდარია.
ქ.ჯ. – სტომატოლოგია: ძალიან ვამაყობ, რომ გრუნიში ვსწავლობ.
ს.ტ. – სამართალი: როცა აბიტურიენტი გავხდი, საბოლოოდ მტკიცედ გადავწყვიტე სამართალზე ჩამებარებინა, უპირველეს ყოვლისა, ძალიან მაინტერესებს კრიმინალისტიკის განხრა, იმის გათვალისწინებით, რომ რობაქიძის უნივერსიტეტს საქართველოში საუკეთესო კრიმინალისტიკის ლაბორატორია აქვს და ყველაფერთან ერთად ხორციელდება საინტერესო პროექტები, ავირჩიე ეს უნივერსიტეტი და ვამაყობ ამ არჩევანით.
ბ.მ. – სტომატოლოგია: გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ჩემს თავს ჩემით ვურჩიე, რადგან ვიცი, რომ ნამდვილად პროფესიონალების ხელში ვიქნები.
ნ.მ. – სამართალი: სკოლებზე და ადმინისტრაციაზე უფრო თავდაპირველად ყველაფერში როენა ბახიამ გაგვარკვია ყველანი, ერთად შეგვკრიბა და დაგვეხმარა ყველა ინფორმაციის მოძიებაში და მიღებაში. ასევე, თიკოც, რომელსაც არასდროს ეზარებოდა ჩვენს კითხვებზე პასუხი, შემდეგ იყო დეკანატი.
მ.თ. – სამართალი: თქვენს ერთ პროექტს დავესწარი, მეგობარს მოვყევი და ერთი გოგონა ისე საინტერესოდ საუბრობდა და ყველა ისე აქებდა, მეც მომინდა მის ადგილას ყოფნა. თვალები უნათებდა და ძალიან ძალიან გულწრფელი იყო. ამიტომ ავირჩიე ეს უნივერსიტეტი.
მ.ხ. – ბიზნესის ადმინისტრირება(მარკეტინგი): გარემო ძალიან თბილია. უნივერსიტეტი საკმაოდ კეთილმოწყობილია. გრუნი პატარა ოჯახია.
დ.პ. – სტომატოლოგია: ბედნიერი და აღფრთოვანებული ვარ!
- GRUNI-ს ასოცირებული პროფესორის სამეცნიერო სტატია საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდა by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
- GRUNI-ს ბათუმის წარმომადგენლობაში წარადგინეს მოხსენება – „მედიაცია – დავის გადაწყვეტის ახალი მექანიზმი“ by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
- GRUNI-ს პროფესორის სამეცნიერო სტატია საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნდა by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი