VII და VIII კლასების ზოგიერთი საგნისა და IX კლასის სასკოლო სახელმძღვანელოებზე გრიფირება გამოცხადდა
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით, დაწყებითი საფეხურის ზოგიერთი საგნის, საბაზო საფეხურის VII და VIII კლასების ზოგიერთი საგნისა და IX კლასის სასკოლო სახელმძღვანელოებზე გრიფირება გამოცხადდა. ბრძანებით დამტკიცდა სახელმძღვანელოების გრიფირების ვადები და პირობებიც.
სახელმძღვანელოების კონცეფციის წარდგენის ბოლო ვადად 2020 წლის 2 -6 ნოემბრის ჩათვლით პერიოდი განისაზღვრა, ხოლო გრიფის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება 2021 წლის 18 ივნისის ჩათვლით იქნება მიღებული.
„1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ეროვნული სასწავლო გეგმის“ დანერგვის ხელშეწყობის მიზნით:
ა) გამოცხადდეს გრიფირება ამ ბრძანების დანართი N1-ით განსაზღვრულ შესარჩევ ერთეულებზე;
ბ) განისაზღვროს ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ზოგიერთი საგნის, საბაზო საფეხურის VII და VIII კლასების ზოგიერთი საგნისა და IX კლასის სასკოლო სახელმძღვანელოებზე/სერიებზე გრიფირების განაცხადისა და სახელმძღვანელოს/სერიის კონცეფციის წარმოდგენისა და სხვა ვადები ამ ბრძანების დანართი N2-ის შესაბამისად;
გ) განისაზღვროს ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ზოგიერთი საგნის, საბაზო საფეხურის VII და VIII კლასების ზოგიერთი საგნისა და IX კლასის გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოების/სერიების ჩვეულებრივი ლიცენზიის ხელშეკრულებით სარგებლობის უფლების შეძენისათვის გადასახდელი ჰონორარის ოდენობა და გადახდის სტრუქტურა დანართი N3-ის შესაბამისად;
დ) დამტკიცდეს გრიფირების განაცხადის რეკვიზიტები ამ ბრძანების დანართი N4-ის შესაბამისად;
ე) დამტკიცდეს სახელმძღვანელოს მაკეტის ანკეტის რეკვიზიტები ამ ბრძანების დანართი N5-ის შესაბამისად;“, – ვკითხულობთ ბრძანებაში.
იხილეთ შესარჩევი ერთეულები და სხვა საჭირო დეტალები
-
სია განახლდა – ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ჩასაბარებელი საგანი/საგნები სწავლის სფეროს მიხედვით
by ARIS.GE-განათლება
-
რამდენი პროფესორ-მასწავლებელია დასაქმებული სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებში – 2025-2026 სასწავლო წელი
by ARIS.GE-განათლება
-
რამდენი ათასი უცხოელი სტუდენტი სწავლობს საქართველოში – უახლესი მონაცემები ცნობილია (2025-2026 სასწავლო წელი)
by ARIS.GE-განათლება