VIII კლასის, ასევე დაწყებითი საფეხურისა და VII კლასის ზოგიერთი საგნის სახელმძღვანელოს გრიფი მიენიჭა – სია
VIII კლასის, ასევე დაწყებითი საფეხურის და VII კლასის ზოგიერთი საგნის გრიფირების პროცესი დასრულდა. ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ზოგიერთი საგნის, საბაზო საფეხურის VII კლასის ზოგიერთი საგნისა და VIII კლასის სასკოლო სახელმძღვანელოების/სერიების მაკეტებისათვის გრიფის მინიჭების შესახებ ბრძანებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელი აწერს ხელს და ის ძალაში 19 ივნისს შევიდა.
იხილეთ გრიფირებული სახელმძღვანელოების სია
ზემო აღნიშნულ ფაილში იხილავთ რომელმა სახელმძღვანელოებმა გაიარეს გრიფირების პროცესი წარმატებით. ის სახელმძღვანელოები კი, რომელსაც გრიფის მინიჭებაზე უარი ეთქვა, ცალკე ფაილშია მოცემული და მინიჭებული აქვს შესაბამისი ID კოდი.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, წელს 60-მდე სახელმძღვანელო მონაწილეობდა კონკურსში და 200-ზე მეტი შემფასებელი (აკადემიური წრის წარმომადგენელი, პრაქტიკოსი პედაგოგები, ფილოლოგები, ფსიქოლოგები, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ჩართული სპეციალისტები) იყო ჩართული პროცესში.
-
2027 წლის აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით გამოქვეყნდა
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
„სად გაქრა XIX საუკუნის ანექსია, აჯანყებები, რუსული მმართველობის დამყარება?“ – საგნობრივი ექსპერტი ისტორიის სახელმძღვანელოზე
by ARIS.GE-განათლება
-
„ჩვენი მიზანია, მინიმუმ გათანაბრდეს სწავლების ხარისხი საჯარო და კერძო სკოლებს შორის“
by ARIS.GE-განათლება