GE

ვის აქვს სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის უფლება და რა რესურსის გამოყენება შეგიძლიათ მოსამზადებლად

სპეცმასწავლებლებს უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდის ჩაბარება სავარაუდოდ 2020 წლის შემოდგომაზე შეეძლებათ. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში EDU.ARIS.GE-ს განუცხადეს, აღნიშნული გამოცდა მხოლოდ იმ პირებისთვისაა, ვინც სპეციალურ მასწავლებელია და ამავდროულად დასაქმებულია სკოლაში.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 14 სექტემბერს გამოცემული ბრძანებით (№34/ნ) „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის №126/ნ ბრძანებაში ცვლილება შევიდა. რის მიხედვითაც გაჩნდა სპეციალური მასწავლებლის შესახებ და ის ასეა განმარტებული: “სპეციალური მასწავლებელი − მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით განსაზღვრული პროფესიული ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც დამოუკიდებლად ან საგნის მასწავლებელთან ერთად ასწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს/მოსწავლეებს ან/და ინდივიდუალურად/ჯგუფურად მუშაობს მასთან/მათთან სწავლის შედეგების გაუმჯობესებისა და სხვადასხვა უნარის განვითარების მიზნით”. სწორედ ამ პირებისთვისაა აღნიშნული გამოცდა განკუთვნილი.

რაც შეეხება იმ პირებს, რომლებიც პროფესიით ფსიქოლოგები არიან და არ არიან დასაქმებულები, მათთვის არ არის ეს გამოცდა და ჯერჯერობით, მიმდინარე/არსებული კანონით, ისინი ვერ შევლენ სკოლაში.

უკვე გამოქვეყნდა სპეციალური მასწავლებლებისთვის განკუთვნილი საგამოცდო პროგრამა პროფესიულ უნარებში, რომლითაც სპეცმასწავლებლებმა უნდა იხელმძღვანელონ.

იხილეთ სპეციალური მასწავლებლის საგამოცდოპროგრამა პროფესიულ უნარებში.

რაც შეეხება გამოცდისთვის მოსამზადებელ პროცესს, აპლიკანტებს შეუძლიათ სხვადასხვა რესურსით ისარგებლონ, ესენია:

შემოდგომაზე დაგეგმილი გამოცდით სხვა პედაგოგების მსგავსად, სპეციალურ მასწავლებლებს ეძლევათ საშუალება, სტატუსი აიმაღლონ და გახდნენ უფროსი სპეციალური მასწავლებლები, რაც შემდეგ მათ ანაზღაურებაზეც აისახება.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური