ვის შეეხება საერთაშორისო დიპლომის შემდგომი განათლებისა და პრაქტიკული გადამზადების 12 მილიონიანი პროგრამა
2024 წლიდან ჯანდაცვის სამინისტრო საერთაშორისო დიპლომის შემდგომი განათლებისა და პრაქტიკული გადამზადების სახელმწიფო პროგრამას იწყებს, რომელიც გათვლილია უმაღლესი სამედიცინო განათლების მქონე პირებისა და სარეზიდენტო პროგრამის კურსდამთავრებულებისთვის.
პროგრამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში, დეპუტატების წინაშე გამოსვლისას ისაუბრა და თქვა, რომ მოლაპარაკებები სხვადასხვა ქვეყნის საუნივერსიტეტო კლინიკებთან უკვე დაწყებულია.
„ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ მიერ განხორციელებული თუ დაგეგმილი რეფორმების მთავარი მიზანი თითოეული ბენეფიციარისთვის მაღალი ხარისხის მედიკამენტებსა და სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. ამ უკანასკნელისთვის კი ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყანას ჰყავდეს მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალი. სწორედ ამიტომ, 2024 წლიდან ჯანდაცვის სამინისტრო საერთაშორისო დიპლომის შემდგომი განათლებისა და პრაქტიკული გადამზადების სახელმწიფო პროგრამას იწყებს. მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა ქვეყნის საუნივერსიტეტო კლინიკებთან. პროგრამის სავარაუდო ბიუჯეტი 12 მილიონი ლარი იქნება და, დაახლოებით, 150 მსურველი დაფინანსდება“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
მისი ინფორმაციით, გადამზადების ხანგრძლივობა დამოკიდებული იქნება შერჩეული მიმართულების ხანგრძლივობაზე.
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება