ვისთვის და რა გამონაკლისი დაიშვება ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობისას
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ჩხენკელის ახალი ბრძანებით, რომელიც „ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილებას ითვალისწინებს, განსაკუთრებული პირობები ექმნებათ გარკვეული კატეგორიის პირებს.
კერძოდ, კონკრეტულ შემთხვევებში ამ პირებს უმარტივდებათ როგორც ოლიმპიადაში მონაწილეობა, ისე რეიტინგულთა შორის მოხვედრაც:
აი, რა წერია ჩხენკელის ბრძანებაში:
დამტკიცებულ „ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესში“ შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ წესის მე-11 მუხლს მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: იმ შემთხვევაში, თუ პირი არის ოლიმპიადის მონაწილე ან საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადის წინა წლების ეროვნული/სასკოლო ნაკრები გუნდის წევრი/რეზერვისტი და იგი ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაზე საპატიო მიზეზით ცენტრში ვერ გაივლის რეგისტრაციას ან/და ვერ გამოცხადდება ოლიმპიადის პირველ ან მეორე ტურზე, უფლება აქვს გავიდეს ოლიმპიადის შემდეგ ტურში იმ საგანში/საგნებში, რომლებზეც ვერ დარეგისტრირდა ან/და ვერ გამოცხადდა პირველ ან მეორე ტურში. საპატიო მიზეზს განსაზღვრავს ცენტრი. საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადის მონაწილის ან წინა წლების ეროვნული ნაკრები გუნდის წევრის/რეზერვისტის თაობაზე ცენტრი ეყრდნობა სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას”, – აღნიშნულია დოკუმენტში.
-
„რეპეტიტორიუმისთვის ახალი სასწავლო პროგრამა და შესაბამისი სახელმძღვანელოები უნდა შემუშავდეს“ – ირაკლი კობახიძე
by ამბები ზოგადი განათლებიდან
-
„სექტემბერში უმაღლესი განათლება გაიაფდა, საშუალო განათლება კი გაძვირდა“ – საქსტატის უახლესი მონაცემები
by ARIS.GE-განათლება
-
2030 წლისთვის პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხულთა რაოდენობა 70 ათასამდე უნდა გაიზარდოს – კიდევ რა გეგმა აქვს მთავრობას
by პროფესიული განათლების ამბები