წელს მე-12 კლასის გამოსაშვებ გამოცდებს 47 000–მდე მოსწავლე ჩააბარებს – „არაფერი სანერვიულო არ არის“
2018 წელს სკოლის საატესტატო გამოსაშვებ გამოცდებს 47 000–მდე მე–12 კლასის მოსწავლე ჩააბარებს. ამ რაოდენობაში იგულისხმება ყველა ის მოსწავლე, ვისაც გამოცდები გეგმიურად უწევს და ასევე ისინი, ვინც მე–11 კლასის გამოცდა გასულ წელს არ ჩაუბარებია და წელს აბარებს.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა დღეს აბიტურიენტებთან ონლაინ რეჟიმში ისაუბრა და მათ კითხვებს უპასუხა.
ცენტრის ხელმძღვანელმა განმარტა, რომ საატესტატოს ქულის შესახებ ინფორმაცია აბიტურიენტს და არც ცენტრს არ ექნება.
„არაფერი სანერვიულო არ არის გამოცდებზე. მე–12 კლასელებს შეუძლიათ პრეტესტზე რეპეტიციაც გაიარონ 19 მაისს. ვუსურვებ მათ წარმატებას. როგორც იცით, წელს ქულები არ იწერება და შესაბამისად ქულები არ გვექნება“, – განმარტა მაია მიმინოშვილმა.
მე–12 კლასის საატესტატო გამოცდები 20 მაისს დაიწყება.
საატესტატო გამოცდების განრიგი მე–12 კლასი
რომელ არჩევით საგანზე რამდენი აბიტურიენტი დარეგისტრირდა – ეროვნული გამოცდები 2018
-
აბიტურიენტთა რამდენი პროცენტი ჩაირიცხა სასურველ საგანმანათლებლო პროგრამაზე – მონაცემები 2026
by ARIS.GE-განათლება
-
განათლების სამინისტრო საპატრიარქოს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ფონდს 5 მილიონ ლარზე მეტით დაეხმარება – განკარგულება
by ARIS.GE-განათლება
-
„მასწავლებელმა თვითონ უნდა იცოდეს, რა დროს გამოიყენოს მობილური – ამის კარნახი რაღაცნაირად უპატივცემულობაცაა“
by ARIS.GE-განათლება