„წლებია რეგიონის არაქართულენოვან სკოლებს არ ჰყავთ დირექტორები და ეს აფერხებს განათლებას, კადრები კი გვყავს“ – დეპუტატის კითხვა მიხეილ ჩხენკელს
საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტმა დღეს გიორგი გახარიას მიერ წარდგენილ მინისტრთა კაბინეტს ნდობა უნდა გამოუცხადოს და დაამტკიცოს.
პრემიერის გარდა დღეს კითხვა დაუსვეს განათლების მინისტრობის კანდიდატ მიხეილ ჩხენკელს რეგიონებში არსებული არაერთი ისეთი სკოლის შესახებ, რომელთაც დიდი ხნის განმავლობაში, გაურკვეველი მიზეზით დირექტორები არ ჰყავთ.
“მე კითხვა მექნებოდა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატთან: ბატონო მიხეილ, ვიცით, რომ რეგიონში მიმდინარეობს უამრავი სკოლების რეაბილიტაცია, მშენებლობა და რასაკვირველია, ეს კარგია, მისასალმებელია, მაგრამ ჩვენ გვაქვს სხვა პრობლემა. რეგიონში, უამრავ არაქართულენოვან სკოლას არ ჰყავს დირექტორი და ეს რამდენიმე წელია უკვე ასე გრძელდება და ეს იწვევს სკოლებში განათლების მიღების შეფერხებას და სევე მენეჯმენტის ჩამოშლას. ამ მიმართულებით მაინტერესებს თქვენი მოსაზრება, ამას ვერ ავხსნით იმით, რომ კადრები არ გვყავს, ვინაიდან უამრავი პასუხისმგებლიანი ახალგაზრდაა და ახალი კურსდამთავრებული ქართული ენის მცოდნე, ძალიან ბევრი კადრები გვყავს. გთხოვთ, რომ ამ მიმართულებით გაგვიზიაროთ თქვენი მოსაზრება”, – განაცხადა სალავან მირზოევმა.
თუკი მიხეილ ჩხენკელი ამ კითხვას უპასუხებს, მას ჩვენ ამავე ინფორმაციაში შემოგთავაზებთ.
კითხვას მოკლედ უპასუხა არა განათლების მინისტრობის კანდიდატმა, არამედ გიორგი გახარიამ, რომელმაც თქვა, რომ “ძალიან ცუდია რომ დირექტორები არ გვყავს და 2021 წელს უნდა ჩატარდეს კონკურსი, და ვინც დააკმაყოფილებს მოთხოვნას გახდება დირექტორი”.
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება