„ხაზს ვუსვამ, სწავლის შეწყვეტის აუცილებლობა არ არის!“
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დადასტურებასთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე, კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში სწავლის შეწყვეტის საფუძველი არ არის.
ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, მან განაცხადა, რომ აუცილებელია მხოლოდ იმ რეკომენდაციების დაცვა, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი იძლევა და არ დგას სწავლის შეჩერების აუცილებლობა.
„ამ ეტაპზე არავითარი აუცილებლობა, რომ შევაჩეროთ ქვეყანაში სწავლა, ან დაიკეტოს საბავშვო ბაღები ან სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები, არ არის. ხაზს ვუსვამ – ამის საჭიროება ამ ეტაპზე არ არის! არის მხოლოდ ის აუცილებლობა, რომ საბავშვო ბაღების ხელმძღვანელებმა, სკოლების ხელმძღვანელებმა, უნივერსიტეტის ხელმძღვანელებმა დაიცვან საზოგადოებრივი ჰიგიენის ის რეკომენდაციები, რასაც ჩვენ ვიძლევით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა
-
რა კითხვები შეიძლება დაგვისვას კომისიამ და როგორ დავიცვათ ხედვა გასაუბრებაზე – შეფასების რუბრიკა მასწავლებლის კარიერული წინსვლისთვის (დოკუმენტი)
by განათლებული ბლოგი
-
მორიგი ცვლილება განათლების სამინისტროში კადრების მიმართულებით – EMIS-ის ხელმძღვანელს 3 მოადგილე ეყოლება
by ARIS.GE-განათლება
-
შემადგენლობა განახლდა – სკოლების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საკითხებს სამთავრობო კომისია განიხილავს
by ARIS.GE-განათლება