ხულოსა და შუახევის სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია
ხულოსა და შუახევში სასწავლო პროცესი შეწყდა.
საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, შუახევში სულ 43 სკოლაა და მოსწავლეები გაკვეთილებზე დიდთოვლობის გამო ვერ გამოცხადდნენ. სასწავლო პროცესი შეწყდა ქედის მუნიციპალიტეტშიც.
გაკვეთილები დღეს მხოლოდ სოფელ მერისის სკოლაში ჩატარდა. სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილა ხელვაჩაურის მაღალი ზონის სოფლებში.
გაცდენილი გაკვეთილები 15 ან 22 თებერვალს ანაზღაურდება.
ამჟამად მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარის სიმაღლე ერთ მეტრსაც აღწევს. გზებზე მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანები გადაადგილდება. ბევრ ადგილას არ არის გაწმენდილი შიდა სასოფლო გზა.
-
რა კითხვები შეიძლება დაგვისვას კომისიამ და როგორ დავიცვათ ხედვა გასაუბრებაზე – შეფასების რუბრიკა მასწავლებლის კარიერული წინსვლისთვის (დოკუმენტი)
by განათლებული ბლოგი
-
მორიგი ცვლილება განათლების სამინისტროში კადრების მიმართულებით – EMIS-ის ხელმძღვანელს 3 მოადგილე ეყოლება
by ARIS.GE-განათლება
-
შემადგენლობა განახლდა – სკოლების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საკითხებს სამთავრობო კომისია განიხილავს
by ARIS.GE-განათლება