ყველა საჯარო და კერძო ბაღს ჯერ ერთ ბაზაში რეგისტრაცია მოუწევს და შემდეგ ავტორიზაცია – კანონი დამტკიცდა
პარლამენტმა „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მესამე მოსმენით, 77 ხმით დაუჭირა მხარი.
15 თებერვალს დამტკიცებული ცვლილებების თანახმად, 2022 წელს შეიქმნება საბავშვო ბაღების ელექტრონული ბაზა, სადაც ყველა საჯარო და კერძო ბაღი დარეგისტრირდება.
ასევე, შემუშავდება ავტორიზაციის სტანდარტები. ცვლილებების თანახმად, 2023 წლიდან თვითშეფასების ელექტრონული პლატფორმა შეიქმნება, რომლის მიხედვითაც ყველა სკოლამდელი დაწესებულება თვითშეფასების პროცესს ახალი სტანდარტებით გაივლის.
კანონპროექტი ეტაპობრივი ავტორიზაციის საკითხებსაც მოიცავს, კერძოდ 2025-2030 წლებში ბაღების ეტაპობრივი ავტორიზაცია, მათი მზაობიდან გამომდინარე გაწერილი გრაფიკის საფუძველზე განხორციელდება.
ცნობისთვის, სკოლამდელი დაწესებულებების შესახებ კანონპროექტზე აქტიური მუშაობა განათლების კომიტეტმა შალვა პაპუაშვილის თავმჯდომარეობის პერიოდში დაიწყო და 2021 წლის ბოლოს დღევანდელი პარლამენტის თავმჯდომარე EDU.ARIS.GE-სთან რეფორმის გატარების აუცილებლობაზე საუბრობდა: “მომავალი წლის გამოწვევაა სკოლამდელი განათლების ავტორიზაციის პროცესი, ვინაიდან დაგეგმილია ყველა დაწესებულების რეგისტრაცია მათ შორის კერძო ბაღების, დღეს სახელმწიფომ არცკი იცის რამდენი კერძო ბაღი არსებობს. ამიტომ მომავალი წლის ბოლოს ჩვენ უკვე გვეცოდინება რამდენმა ბაღმა უნდა გაიაროს ავტორიზაცია და რა არის სტანდარტები, რომელსაც ისინი უნდა აკმაყოფილებდნენ”, – აცხადებდა პაპუაშვილი.
ასევე იხილეთ:
მთავრობამ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები დაამტკიცა
-
განათლების სამინისტრო სასკოლო ფორმებზე: კომპანიამ, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი წარმოადგინა, მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
რა დაჯდება 2026 წელს სახელმწიფო უმაღლესებში ჩარიცხული 21 600-მდე სტუდენტის უფასოდ სწავლა? – რის თქმა (ვერ) შეძლო EDU.ARIS.GE-სთან განათლების მინისტრის მოადგილემ
by ARIS.GE-განათლება
-
შეუძლია თუ არა სტუდენტს, რომელიც ფასიანზე სწავლობს, უფასო სწავლების მოდელით ისარგებლოს – განათლების სამინისტროს პასუხი
by ARIS.GE-განათლება