„ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების შესახებ დადგენილება უნდა გადაიხედოს“
პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის გენადი მარგველაშვილის განცხადებით, „ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების“ შესახებ მთავრობის დადგენილება უნდა გადაიხედოს. დოკუმენტი 2004 წლიდან მოქმედებს და როგორც დეპუტატი აღნიშნავს, ის საპარლამენტო განხილვის გარეშეა მიღებული.
„უნდა მოხდეს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების შესახებ კანონპროექტის შემუშავება ახალი ფორმატით. 2004 წლის 18 ოქტომბერს ის ისე მიიღეს, რომ პარლამენტის ზედამხედველობა არ გაუვლია, პარლამენტს ეროვნული განათლების ზოგადი მიზნები არ მიუღია. თუნდაც იგივე დატოვონ, შეიძლება ბავშვთა უფლებების კოდექსთან შესაბამისობაში მოვიყვანოთ, მაგრამ უნდა მივიღოთ სწორად. ანუ სამინისტრომ უნდა შესთავაზოს მთავრობას, მთავრობამ გადაამუშაოს, გამოგვიგზავნოს პარლამენტში და ჩვენ დავამტკიცოთ. მე მგონია, რომ ეს აუცილებლად დასამტკიცებელია. თუნდაც ბავშვთა დაცვის კონვენციის ცნობილი 29-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, რომელიც იმთავითვე გულისხმობს, რომ ქვეყანაში ბავშვი უნდა გაიზარდოს ეროვნული იდენტობის ხაზგასმით, რომლითაც ჩვენ ვართ ყველაზე საინტერესოები ჩვენი პარტნიორებისთვის ევროპაში თუ ცივილიზებულ სამყაროში“-ამბობს გენადი მარგველაშვილი.
საქართველოს მთავრობის დადგენილება ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დამტკიცების შესახებ, პრემიერ ზურაბ ჟვანიას ხელმოწერითაა მიღებული და იქ განსაზღვრულია ყველა ის მიმართულება, რაც ქვეყანამ ზოგადი განათლების კუთხით უნდა განახორციელოს.
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
-
საგამოცდო პროცესი სრულად ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართება – რა პრიორიტეტები გაწერა მთავრობამ უმაღლეს განათლებაში
by ARIS.GE-განათლება
-
„სკოლის მასწავლებლის ხელფასი საათზე, დაახლოებით, 2 ლარით იზრდება“ – ფინანსთა მინისტრის მოადგილის პასუხები 2027 წლის ბიუჯეტზე
by ARIS.GE-განათლება
-
„რეპეტიტორიუმისთვის ახალი სასწავლო პროგრამა და შესაბამისი სახელმძღვანელოები უნდა შემუშავდეს“ – ირაკლი კობახიძე
by ამბები ზოგადი განათლებიდან