„ზოგიერთი კითხვა შედარებით ზოგადი იყო, ადვილად რომ მიაგნებდი პასუხს“ – ინგლისურის გამოცდის მეორე სესია დასრულდა
ინგლისური ენის გამოცდის მეორე სესია დასრულდა. ცენტრის ინფორმაციით, დარეგისტრირებულებიდან ტესტირებაზე 95%-მდე აბიტურიენტი გამოცხადდა. დაიგვიანა ერთმა აბიტურიენტმა.
აბიტურიენტი 177-ე საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან: “მე მეორედ ვაბარებ. პირველი დავასრულე უკვე და ხელახლა გამოვედი გამოცდებზე. გადავწყვიტე ახალი სპეციალობა დავიმატო. არც ერთ საგანში არ მოვმზადებულვარ, არც ინგლისურში. ჩემით რაც ვიმეცადინე, ეგ იყო და მაინც საკმაოდ იოლად მომეჩვენა. ერთადერთი, ესე არ დამიწერია. დანარჩენი ყველაფერი დავწერე და დანამდვილებით ვიცი, რომელი საკითხები მაქვს სწორად. ყველაფერზე არ ვიცი, რასაკვირველია. მოკლედ, ვინც მეცადინეობს იმას არ უნდა გაუჭირდეს არც ერთი დავალება”.
ეთო წიტაიშვილი: “ესე შეგვხვდა ასეთი – უნდა უტარდებოდეთ თუ არა ბავშვებს გეოგრაფიის გაკვეთილები გარეთ და მე, რა თქმა უნდა, დავეთანხმე ამას. რამდენიმე არგუმენტი მოვიყვანე, რატომაც ვფიქრობდი ასე. დაახლოებით 120 სიტყვაზე მეტი გამომივიდა და კმაყოფილი ვარ. მოსმენის დავალება იყო ბრიტანულ მუსიკალურ ჯგუფ “ბითლზებზე”. ინფორმაცია მოგვასმენინეს მათ შესახებ და მერე კითხვებს ვუპასუხეთ. მეორე მოსასმენი მოვიდა ფიროსმანზე. გვქონდა საკითხად ნამდვილი ამბავი, რომელშიც ვიეტნამურ ფეხბურთის გუნდზე იყო ისტორია მოთხრობილი, რომელიც პატარებმა ჩამოაყალიბეს და მერე დიდ წარმატებას მიაღწიეს. მაქედან 12 კითხვა იყო დასმული. ზოგიერთი კითხვა შედარებით ზოგადი, ადვილად რომ მიაგნებდი პასუხს, ზოგიერთში კი დეტალები გვქონდა საძებნი. ზოგიერთზე პასუხი მართლა ადვილი იყო, პირდაპირ შინაარსს გეკითხებოდნენ”.
ხვალ უცხოური ენების გამოცდა ისევ ორ სესიად ჩატარდება და ორშაბათს აბიტურიენტები უკვე ზოგადი უნარების არჩევით გამოცდას ჩააბარებენ.
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება