GE

პეკინის გამზ.19,                          ტელ: +995 (32) 230 71 30     ელ–ფოსტა: innovativetrainingcenter@gmail.com
II სადარბაზო, II სართული                  +995 (555) 00 52 01                           
თბილისი, საქართველო                       +995 (599) 38 48 57
                                                           

მეტი
უფასო ტრენინგ-კურსი: „ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ფსიქოლოგია“
ღირებულება: 55 ლარი
პროგრამაზე რეგისტრაცია
„ინოვაციური ტრეინინგ ცენტრი ITC“ გთავაზობთ ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ფსიქოლოგიის უფასო ექსპრეს ტრენინგ-კურსს!
 
ტრენინგ-ცენტრთან არსებული დაფინანსების პროექტით მსმენელს დაუფინასდება ტრენინგ-კურსის სწავლის საფასური სრულად 300 ლარი და გადაიხდის მხოლოდ ტრეინინგზე რეგისტრაციის საფასურს, რომელიც შეადგენს 55 ლარს!
 
იმისათვის, რომ ისარგებლოთ მიმდინარე დაფინანსების პროექტით უნდა გაიაროთ რეგისტრაცია 20 ნოემბრამდე!
 
I ჯგუფი:
შაბათი/კვირა 13:00 საათზე
 
II ჯგუფი:
ორშაბათი:13.00საათზე
სამშაბათი:13.00საათზე
ხუთშაბათი: 16სთ.30 წთ.-ზე
კურსი არ მოითხოვს რაიმე საბაზისო ცოდნას და განკუთვნილია ნებისმიერი დაინტერსებული მსმენელისთვის!
 
წინამდებარე სასწავლო მოდული შესაძლებლობას მისცემს  არასრულწლოვან მოზარდებთან მომუშავე სპეციალისტებს და დაინტერესებულ პირებს გაეცნონ ბავშვის/მოზარდის ფსიქოლოგიურ მახასიათებლებს და დაინახონ რა ბიო-ფსიქო-სოციალური ფაქტორები განსაზღვრავენ პრობლემურ ქცევას, ასევე როგორია  მოზარდის მე-იდენტობის ფორმირების პროცესში, განხილული იქნება მოზარდის ფსიქოსოციალური და მორალური განვითარების თავისებურებები, განვითარების  დარღვევის რამდენიმე ფორმა.
 
მსმენელებისთვის მიწოდებული ინფორმაცია დაეყრდნობა საერთაშორისო პრაქტიკაში დამკვიდრებულ საუკეთესო გამოცდილებას, თეორიულ მიდგომებს  და გაითვალისწინებს იმ პრობლემებს, რომლებსაც ექსპერტები აწყდებიან არასრულწლოვნებთან მუშაობისას, იქნება ეს მათთან კომუნიკაცია თუ  მათი ასაკობრივი თავისებურებების, მოთხოვნილებებისა და მოტივების სწორად აღქმა და გაზრება.
 
საკითხისადმი  ამდაგვარი - სისტემური მიდგომა საშუალებას მოგვცემს დავინახოთ  მოზარდის მიერ ჩადენილი არასასურველიქცევა, არა როგორც ერთი კონკრეტული ეპიზოდი მისი ცხოვრებიდან, არამედ  გავიაზროთ და დავინახოთ სრული სოციალური და ფსიქოლოგიური კონტექსტი, რაც საბოლოოდ ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების გათვალისწინებაში დაგვეხმარება.

კურსის ფარგლებში განიხილება შემდეგი თემები:
 
1. ბავშვის ინტელექტუალური ასაკობრივი განვითარების თავისებურებები:
  • შემეცნებითი/ კოგნიტური განვითარების თეორიები; ჟ. პიაჟეს„ინტელექტუალური განვითარების თეორია.“
  • ჩვილი ბავშვის კოგნიტური განვითარების თავისებურებები;
  • ადრეული ბავშვობის შემეცნებითი განვითარების თეორიები;
  • შუა ბავშვობის შემეცნებითი განვითარების თავისებურებები;
  • მოზარდობის ხანის კოგნიტური განვითარების თავისებურებები.
  • ბავშვთა სხვადასხვა ასაკობრივი  კატეგორიისათვის დამახასიათებელი შემეცნებითი თავისებურებების გამოყენება სწავლა-განვითარების პროცესში.
2. ბავშვის სოციალური და ემოციური განვითარების კანონზომიერებები:
  • ემოციური და სოციალური განვითარების თავისებურებები; ე. ერიქსონის „პიროვნების განვითარების ფსიქო- სოციალური თეორია.“
  • ჩვილი ბავშვის ემოციური და სოციალური განვითარების თავისებურებები;
  • ადრეული ბავშვობის ემოციური და სოციალური განვითარების თეორიები;
  • შუა ბავშვობის ემოციური და სოციალური განვითარების თავისებურებები;
  • მოზარდობის ხანის ემოციური და სოციალური განვითარების თავისებურებები.
  • ბავშვთა სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისათვის დამახასიათებელი სოციალური და ფსიქოლოგიური/ ემოციური მახასიათებლების პრაქტიკული თვალით დანახვა და ბავშვის განვითარების პროცესში ხელშემწყობი მექანიზმების გააზრება.
3. აღზრდა და კომუნიკაცია: სოციალური გარემოს როლი ბავშვის ზრდა- განვითარების, მისი დამოუკიდებელ პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესში:
  • სოციალური დასწავლის თეორიები; ქცევითი თეორია- ბიჰევიორიზმი.
  • პოზიტიური განმტკიცების, ნეგატიური განმტკიცების, პოზიტიური დასჯის, ნეგატიური დასჯის მექანიზმები; მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები; პრემარკის პრინციპი და მისი გამოყენების დადებითი შედეგები.
  • განმამტკიცებელი და ავერსიული სტიმულები, როგორც ხელშემწყობი ან/ და ხელის შემშლელი ბავშვის, როგორც დამოუკიდებელი და პასუხისმგებლიანი პიროვნების ჩამოყალიბების პროცესში;
  • ეფექტური და არაეფექტური სტრატეგიები; მათი ეფექტურობის/ არაეფექტურობის დასაბუთება.
  • სტრატეგიების პრაქტიკული გამოყენება.
  • განსხვავებული სტრატეგიების პრაქტიკაში გამოყენების პრინციპები;
  • რეკომენდაციები მშობლებისთვის, მასწავლებლებისთვის, ბავშვთან ეფექტური მუშაობითა და კომუნიკაციით დაინტერესებული ნებისმიერი პირისათვის.
4. როგორ ვიქცევით ბავშვის თანდასწრებით?! მოზრდილი ადამიანის ქცევა, როგორც მაგალითი ბავშვის შემდგომი ქცევისათვის.
  • მოდელირებით სწავლა. ა. ბანდურას „სოციალურ- კოგნიტური თეორია“.
  • მოდელირებით სწავლის სპეციფიკა;
  • მიბაძვით სწავლის საფეხურები;
  • მიბაძვით სწავლის ფაქტორები;
  • მიბაძვა, როგორც სწავლის წამყვანი ფორმა ბავშვებისათვის.
  • პიროვნული ფაქტორები: თვითეფექტიანობა და თვითრეგულაცია.
  • თვითეფექტიანობის რაობა და მისი მნიშვნელობა სწავლა- სწავლების პროცესში;
  • თვითრეგულაცია და თვითრეგულაციის მექანიზმები.
5. მოზარდობა - გადამვალი ასაკი.
  • მოზარდობა, როგორც მნიშვნელოვანი ცვლილებების პერიოდი.
  • მოზარდობის ხანის ქრონოლოგიური ასაკის განსაზღვრა;
  • მოზარდისთვის დამახასიათებელი ცვლილებები, როგორც სირთულე თუ “ლეგიტიმური”ასაკობრივი თავისებურება?!
  • მოზარდობის ხანისთვის დამახასიათებელი ზოგადი ასაკობრივი თავისებურებები;
  • მოზარდობის ხანის სხეულებრივი/ ფიზიკური და მოტორული ცვლილებები;
  • მოზარდობის ხანის ფსიქოლოგიური თავისებურებები;
  • მოზარდობის ხანისთვის დამახასიათბელი კვებითი აშლილობები: ანორექსია, ბულიმია.
  • პიროვნული სფეროს განვითარება.
  • თვიშეფასება და თვითკონცეფცია;
  • ურთიერთსაწინაღმდეგო თავისებურებები და მათი გამოვლენის ფორმები.
ტრეინინგის მსვლელობისას თითოეული მსმენელი მიიღებს რჩევებს და მითითებებს ინდივიდუალურად თავიანთი პროფესიიდან და საქმიანობიდან გამომდინარე.
 
კურსს წარუძღვება ფსიქოლოგი: თეონა ნუცუბიძე
     
კურსი მოიცავს 10 სალექციო საათს.

მსმენელს აქვს შესაძლებლობა სურვილის მიხედვით აიღოს ორენოვანი ლიცენზირებული სერtიფიკატი ტესტირების (რომელიც მოიცავს ტრეინინგზე განხილული თემების შეჯამებას) საფუძველზე.
 
ტესტირებაზე რეგისტრაციის საფასური შეადგენს 15 ლარს.
ტრეინინგ ცენტრი გასცემს ორენოვან ლიცენზირებულ სერტიფიკატს!

რეგისტრაცია შესაძლებელია ელექტრონულად (ელექტრონულ ფოსტაზე გამოაგზავნით თქვენს მონაცემებს: სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი).
 
იმისათვის, რომ ისარგებლოთ დაფინასების პროექტით აუცილებელია განაცხადის შევსება მითითებულ ბმულზე და 20 ნოემბრამდე უნდა მოახდინოთ რეგისტრაციის საფასურის (55 ლარის) ანაგრიშსწორება, რათა თქვენი განაცხადი გააქტიურდეს აღნიშნულ კურსზე.    
 
თანხის ანაგრისწორება უნდა მოახდინოთ საბანკოანგარიშზე:
  • ს.ს. „თიბისიბანკი“, ა/ა GE 50თB7841336080100003, მიმღებიშპს „ინოვაციურიტრეინინგცენტრი ITC“  
  • ს.ს. „საქართველოსბანკი“, ა/ა GE03BG0000000725061400, მიმღები: შპს „ინოვაციური ტრეინინგ ცენტრი“
  • ან შეგიძლიათ მობრძანდეთ ტრეინინგ ცენტრში და სალაროში გადაიხადოთ რეგისტრაციის საფასური!
იჩქარეთ! რაოდენობა შეზღუდულია!
კურსზე მოხვდებიან მხოლოდ ის მსმენელები, ვისაც ექნება რეგისტრაცია გავლილი 20 ნოემბრამდე!
პროგრამაზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრიციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი ნოემბერი 2018
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები
მიმდინარე პროგრამები