გაძლიერებული ექსელის კურსი
თუ თქვენ უკვე მუშაობთ Excel-ში და გსურთ გაიღრმავოთ ცოდნა, აითვისოთ საბანკო, სტატისტიკური და ფინანსური ფუნქციები "ინტელექტ ცენტრი" გთავაზობთ Excel-ის გაძლიერებულ კურსს.
კურსი გამიზნულია საბანკო-საფინანსო სფეროს თანამშრომლებისათვის, მოლარე-ოპერატორებისათვის, ბუღალტრებისთვის, გაყიდვების მენეჯერებისთვის, ვისაც რიცხვითი მონაცემების აღწერა, კონტროლი და ანალიზი ეხებათ.
კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს:
- ავტოფორმულები და მათი გამოყენება (სალარო, ხარჯთაღრიცხვა და cast flow)
- ფუნქციები: ა) ფინანსური: Pmt, Nper, Rate,PV, FV,Sln...
ბ) მათემატიკური: Sumifs, Trunc, Power, Sumproduct, Floor, Mod...
გ) სტატისტიკური: Count ifs, Countblanc, AVEDEV, DEVSQ, STDEV...
დ) თარიღის ფუნქციები და მათი პრაქტიკული გამოყენება (Sale-ის, ფასნამატის, ვადისკონტროლის), შერეული ტიპის დიაგრამები და გრაფიკები;
ე) Lookup, InDirect, Address , Vlookup, Hlookup, PivolTable, Pivotchat, Pivotreport, ფილტრი, Advanced ფილტრი, Goal seek, solver, Data Table, სცენარები და მაკროსები;
ვ) ტექსტური ფუნქციები: Mid, Find, Len, Lefth, Right, Rept, Trim..
გადავჭრით შემდეგი სახის პრაქტიკულ ამოცანებს: დისტრიბუციის კონტროლი, საწყობის დინამიკა, ფასწარმოქმნა, ფულის ბრუნვის სიჩქარე, წარმოების კალკულაცია და ხარჯთაღრიცხვა, ფასთწარმოქმნა და ტარიფიკაცია. დისტრიბუციის კონტროლი, ტრანსპორტირების აღრიცხვა და კონტროლი, სხვა და სხვა საბუღალტრო პროგრამებიდან (მაგალითად ორისიდან) მონაცემების იმპორტი ექსელში და იმპორტირებული ცხრილების დამუშავება; პროპორციული განაწილების ამოცანები, გადასახდელი დღგ-ს და ცვეთის გაანგარიშება, Supply Chain-ის ცხრილთან მუშაობა, მარაგების აღრიცხვა და კონტროლი, მარაგების კონტროლი ვადის გასვლის ჭრილში.
გავაკეთებთ და ვისწავლით საგადასახადო დოკუმენტებთან მუშაობას: ინვოისი, სასაქონლო ზედნადები და დანართი, მიღება-ჩაბარების აქტი.
ვიმუშავებთ VB-ს მზა კოდებთან: ფურცლის დაცვა, მონაცემების გადაგზავნა ავტომატურად ფურცლიდან ფურცელში და წიგნიდან წიგნში, გამოთვლების დამაგრება ღილაკზე და მაკროსები.
კურსის გავლის შემდეგ თქვენ შეძლებთ ფინანსურ აღრიცხვას და კონტროლს, სალაროს ოპერაციების კონტროლს, საწყობისა და დისტრიბუციის ზედამხედველობას და მართვას, ფინანსური კალკულაციების წარმოებას და ავტომატიზაციას.
გაითვალისწინეთ, რომ სასწავლო კურსში შეტანილია ის პრაქტიკული ამოცანები, რომლებიც დაკვეთის სახით სხვადასხვა ორგანიზაციებისთვის შეასრულა ჩვენმა პროგრამისტმა - მარი შიშმანაშვილმა.
- "ნიკორას" - თვის დახურვისას წარმოების ხარჯთაღრიცხვა და ნარჩენები.
- "გაეროს" - ლტოლვილთა ბაზის და სიების კომპლექტიზაცია.
- "ლორეალს" - საქონლისა და შეკვეთების კონტროლი.
- კომპიუტერულ მაღაზია "პოსეიდონის სამყროს" - სალაროს კონტროლი და ხარჯთაღრიცხვა.
- ინგლისურ ფარმაცევტულ ბაზა ,,გლაქსოსმიტკლაინს” - წამლებზე საწყობში ვადის კონტროლი.
- სამშენებლო კომპანია "აკა"- ლოკალური ხარჯთაღრიცხვა.
- "ენერგოპროჯორჯიას" - ელექტოენერგიის გადაცემისა და ხარჯვისა და თანხების მოღების ანგარიშები.
- "რუსთავ გაზს" - ფასნამატი ვადის დაგვიანებით გადახდაზე.
- სადისტრიბუციო კომპანიას - დისტრიბუციის ლოჯისტიკა.
- მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის სამქროს - მინების ზომების დათვლის პროგრამა.
პროკრედიტ ბანკისა და საქართველოს ბანკის - წარმომადგენლებს შევასწავლე შემდეგი ფინანსური და სტატისტიკური, მათემატიკური ფუნქციები და მანიპულაციები მათი საშუალებებით: Pmt, Pv, Rate,Nper, Fv, Mirr, Irr, Stdev, Devsq, Sumif, Sumproduct, Floor,..solver, cash flow
კურსდამთავრებულები შეძლებენ: გააგზავნონ თავიანთი CV იმ ორგანიზაციაში რომლებიც ითხოვენ გაყიდვების მენეჯერ, საწყობის აღმრიცხველს, ან ლოჯისტიკის ოპერატორს, მოლარე ოპერატორს, დისტრიბუტორის თანაშემწეს, სუპერვაიზერს.
კურსის ხანგრძლივობა 20 ლექცია - 1სთ - იანი.
სწავლა მიმდინარეობს როგორც დღის ასევე საღამოს ჯგუფებში.
სწავლა მიმდინარეობს როგორც დღის ასევე საღამოს ჯგუფებში.
სწავლის ღირებულება:
- ინდივიდუალურად - 300 ლარი.
- ორ კაციან კგუფში - 250 ლარი.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ნინო მღებრიშვილს, სასწავლო ცენტრის მენეჯერს.
რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ ამ ვებ-გვერდზე განთავსებული სააპლიკაციო ფორმა.
მიმდინარეობს რეგისტრაცია!
- სავარაუდო თარიღი გასულია
- ჩატარების ადგილი თბილისი
- სწავლების ენა ქართული
- სწავლის ფორმა საღამოს