GE
ტრენინგ ცენტრი ნიუ გენი
 
ტრენინგ ცენტრი ნიუ გენი გთავაზობთ პროფესიონალურ ტრენინგ-კურსებს სტაჟირებით და სრულფასოვან მომზადებას სააბიტურიენტო და ეროვნული გამოცდებისათვის ყველა საგანში.
 
ცენტრი გთავაზობთ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მაღალი დონის ტრენინგ კურსებს და პროფესიული განათლების საფუძველზე უზრუნველვყოფთ თქვენს წინსვლას. ჩვენი მისიაა მსმენელზე ორიენტირებული განათლების შეთავაზებით, კონკრეტული დარგის ისეთი სპეიალისტების მომზადება, რომლებიც შეძლებენ არჩეული სფეროს დინამიურ განვითარებასა და შრომითი ბაზრის მოთხოვნებთან ადაპტაციას. ცენტრი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური და ხანგრძლივი პედაგოგიური გამოცდილების მქონე სპეციალისტებით. ცენტრს გააჩნია ყველა პირობა სასწავლო პროცესის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად. სასწავლო პროცესი ეფუძნება სწავლების თანამედროვე მეთოდებს, მუდმივად ზრუნავს სწავლების ხარისხზე და ორიენტირებულია შედეგებზე. ჩვენ ვზრუნავთ თქვენზე და ჩვენს იმიჯზე.
მიღება წარმოებს წინასწარი ჩაწერით. კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი.  
            
ცენტრი ასევე გთავაზობთ აბიტურიენტებისა და სკოლის მოსწავლეების მომზადებას ყველა სასწავლო დისციპლინაში. ცენტრის მისიაა მოსწავლეებს შესთავაზოს მაღალი კლასის სასწავლო კურსები, რომელიც ეფუძვნება ეროვნული გამოცდების პროგრამასა და მოთხოვნებს. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა გამოეხმაუროს საქართველოში არსებულ ყველა საგნობრივ ჯგუფის მოთხოვნებს და მოახდინოს სკოლის მოსწავლეებისა და აბიტურიენტების საფუძვლიანი გადამზადება.
ორგანიზატორის მიმდინარე პროგრამები