GE
აქცია ინკლუზიური განათლების ტრეინინგ-კურსზე!
ღირებულება: 140 ლარი

ITC -აკადემიაში დაიწყო მიღება პროფესიულ ტრეინინგ-კურსზე ,,ინკლუზიური განათლება“

მიმდინარეობს ფასდაკლება ტრეინინგ-კურსზე და 400 ლარის ნაცვლად გადაიხდით 140 ლარს! იჩქარეთ! აუცილებელია წინასწარ რეგისტრაცია!

სრული კურსის მოიცავს 10 საათს და გადანაწილდება დღეში 2სთ.30წთ.-იანი ლექციებით.
თითოეულ მსმენელს უფასოდ გადაეცემა  ტრეინინგ-კურსის ფარგლებში შემუშავებული ელექტრონული პროგრამის  მასალები.

კურსის ბოლოს გაიცემა ორენოვანი ლიცენზირებული სერთიფიკატი - შემაჯამებელი ტესტირების საფუძველზე  (ტესტირებაზე მონაწილეობის და სერთიფიკატის საფასური 20ლარი) ITC- აკადემია გასცემს ორ ენოვან ლიცენზირებულ სერთიფიკატს, რომელიც აპრობირებულია, როგორც კერძო ისე საჯარო სექტორში!

კურსს წარუძღვება: ფსიქოლოგი, ასოცირებული პროფესორი თბილისის ღია უნივერსიტეტში, მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახილის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მოწვეული ლექტორი საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში - თეონა ნუცუბიძე.

სალექციო კურსი შემუშავებულია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად და ეფუძნება უახლეს კვლევებს და მეთოდებს!

ტრეინინგზე თეორიულ საკითხებთან ერთად განიხილება კონკრეტული პრაქტიკული ქეისები და დავალებები!

კურსი არ მოითხოვს რაიმე საბაზისო ცოდნას და განკუთვნილია: მასწავლებლებისთვის, სპეც. მასწავლებლებისთვის, ფსიქოლოგებისთვის, სტუდენტებისთვის, მშობლებისთვის, სოც.მუშაკებისთვის, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში მომუშავე პირთათვის ექიმებისთვის და ნებისმიერი დაინტერსებული მსმენელისთვის!

ტრეინინგზე განსახილველი თემები:

1. ინკლუზიური განათლების რაობა

  • ინკლუზიური განათლების დეფინიცია.
  • ინკლუზიური განათლების მიზანი/ ები.
  • ინკლუზიური განათლების სახეები.
  • ინკლუზიური განათლების მოდელები.
  • მულტიდისციპლინური გუნდი.
  • ინკლუზიური განათლებისადმი დამოკიდებულება.

2. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების რაობა

  • სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების განსაზღვრა.
  • სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე (სსსმ).
  • სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების კლასიფიკაცია:
  • შეზღუდულიშესაძლებლობებისადაშეფერხებულიგანვითარებისმქონემოსწავლები.
  • სოციალურ-ემოციურიპრობლემებისმქონემოსწავლები.
  • ნიჭიერიმოსწავლეები.
  • ნიჭიერი ბავშვების მახასიათებლები.
  • ნიჭიერი ბავშვების სწავლება.

3. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა

  • ინდივიდუალური სასწავლო გეგმის (ისგ) რაობა.
  • ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემადგენელი კომპონენტები:
  • მოსწავლის ძლიერი და სუსტი მხარეები.
  • გრძელვადიანი და მოკლევადიანი მიზნები.
  • მიზნის მიღწევის ინდიკატორები და საშუალებები.
  • ინდივიდუალური სასწავლო გეგმა (ისგ) და ეროვნული სასწავლო გეგმა (ესგ); მათ შორის მიმართების განსაზღვრა.
  • გეგმის ადაპტაცია; ადაპტაციის სახეები:
  • სასწავლო გეგმის აკომოდაცია.
  • სასწავლო გეგმის მოდიფიკაცია.
  • სასწავლო გეგმაში ალტერნატიული მიზნების შეტანა.

4. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის აკადემიური უნარების შეფასება:

  • შეფასების მიზანი.
  • შეფასების სტრატეგიები და სავარჯიშოები.
  • კითხვის უნარის (და მისი კომპონენტების) შეფასება.
  • თხრობის უნარის (და მისი კომპონენტების) შეფასება.
  • წერის უნარის (და მისი კომპონენტების) შეფასება.
  • მათემატიკური უნარის (და მისი კომპონენტების) შეფასება.

5. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემეცნებითი უნარების შეფასება:

  • შეფასების მიზანი.
  • შეფასების სტრატეგიები და სავარჯიშოები.
  • მეტყველების უნარის (და მისი კომპონენტების) შეფასება.
  • მეხსიერების უნარის (და მისი კომპონენტების) შეფასება.
  • აზროვნების უნარის (და მისი კომპონენტების) შეფასება.
  • სხვადასხვა შესაძლებლობის მქონე მოსწვლისათვის, შესაძლებლობის შესაბამისი, შეფასების მრავალფეროვანი დავალების შემუშავება და გამოყენება.

ტრეინინგის მსვლელობისას თითოეული მსმენელი მიიღებს რჩევებს და მითითებებს  ინდივიდუალურად თავიანთი პროფესიიდან და საქმიანობიდან  გამომდინარე.

კურსის ბოლოს შემაჯამებელი ტესტირების საფუძველზე გაიცემა ორენოვანი ლიცენზირებული სერთიფიკატი - 
ტესტირებაზე მონაწილეობის და სერთიფიკატის საფასური - 20 ლარი.

იმისათვის რომ ისარგებლოთ  მიმდინარე ფასდაკლებით - აუცილებელია განაცხადის შევსება ქვემოთ მითითებულ ბმულზე ან დაგვიკაშირდით ტელეფონით

  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები