GE
„დასწავლის უნარის დარღვევები და აუტიზმის სპექტრის აშლილობა“ - ფასდაკლება სასერტიფიკატო ტრენინგ-კურსზე
ღირებულება: 170 ლარი

ITC- აკადემიაში დაიწყო მიღება სასერთიფიკატო ტრენინგ-კურსზე : „დასწავლის უნარის დარღვევები და აუტიზმის სპექტრის აშლილობა“

მიმდინარე ფასდაკლებით ტრენინგ-კურსზე 470 ლარის ნაცვლად  გადაიხდით 170 ლარს! ადგილები შეზღუდულია!

კურსი განკუთვნილია : სპეც. მასწავლებლებისთვის; ინდივიდუალური ასისტენტებისთვის; სპეც. მასწაველებლობის ან პერსონალური ასისტენტის პოზიციაზე მუშაობის მსურველთათვის; სკოლისა და ბაღის მასწავლებლებისთვის; ფსიქოლოგებისთვის, სტუდენტებისთვის, მშობლებისთვის; სოც. მუშაკებისთვის, ექიმებისთვის და ყველა დაინტერესებული იმ  პირისთვის, ვისაც სურს,  გაეცნოს დასწავლის უნარის დარღვევებს და აუტიზმის სპექტრის აშლილობის ძირითად საკითხებს. 

კურსის ფარგლებში განიხილება შემდეგი საკითხები:

1.    დასწავლის უნარის დარღვევები

  • კლასიფიკაცია;
  • დეფინიცია;
  • ეტიოლოგია.

2.    დასწავლის უნარის დარღვევის ტიპები

  • დისლექსია;
  • დისკალკულია;
  • დისგრაფია;
  • დისორთოგრაფია.

3.    დასწავლის უნარის დარღვევის მქონე  მოსწავლეთა სწავლების სტრატეგიები.

  • მოსწავლეთა მხარდაჭერის სტრატეგიები ყურადღების დეფიციტისა და კოგნიტური სირთულეების დროს;
  • მოსწავლეთა მხარდაჭერის სტრატეგიები ემოციურ-ქცევითი სირთულეების დროს;
  • პრაქტიკული შემთხვევების ანალიზი;

4.    აუტიზმის სპექტრის აშლილობა

  • აუტიზმის სპექტრის აშლილობის გავრცლება და აქტუალობა;
  • აუტიზმის სპექტრის აშლილობის რაობა და ძირითადი მახასიათებლები.
  • აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების/ მოზარდების დახმარება/ ინტერვენცია.

სალექციო კურსი შემუშავებულია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად და ეფუძნება უახლეს კვლევებს და მეთოდებს!

ყოველი ლექციის შემდეგ გადმოგეგზავნებათ -კურსის ფარგლებში შემუშავებული თეორიული ელექტრონული მასალები!

სწავლება მოიცავს როგორც ქეისების განხილვას, ასევე ვიდეო და ელექტრონულ წყაროებს. 

კურსის ხანგრძლივობა: 2 კვირა, (10სალექციო საათი).
კურსი დაიწყება:
I-ჯგუფი:  30-მარტი!
II-ჯგუფი:  13-აპრილი!

ლექციები ჩატარდება შაბათ-კვირას: 17:00 სთ.ზე 

კურსს წარუძღვება:  ფსიქოლოგი, ენისა და მეტყველების თერაპევტი-ნონა მაჭავარიანი
ლექციებზე დასწრება შეგიძლიათ როგორც აუდიტორიაში(ადგილზე), ასევე შეგიძლიათ ონლაინ პლატფორმით ლექციებზე ჩართვა.

კურსის ბოლოს გაიცემა ორენოვანი იურიდიული ძალის მქონე  სერტიფიკატი - შემაჯამებელი ტესტირების საფუძველზე! 

ITC აკადემია გასცემს ორენოვან ლიცენზირებულ სერთიფიკატს, რომელიც აპრობირებულია, როგორც კერძო ისე საჯარო სექტორში და გამოიყენებთ დასაქმებისთვის!

ასაკი შეუზღუდავია!!! ენდეთ „ITC"-აკადემიის უკვე 10-წლიან გამოცდილებას! გამოიყენე „ITC"-აკადემიაში მიღებული ცოდნა და სერთიფიკატები დასაქმებისთვის და კარიერული განვითარებისთვის! 

  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დასწრებით ან ონლაინ
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები