GE
ინგლისური ენის შესწავლა 4-ჯერ უფრო სწრაფად
ქალანის მეთოდი გახლავთ ყველაზე სწრაფშემსწავლელი მეთოდი მთელს მსოფლიოში რომელიც 12 საფეხურს მოიცავს და თითოეული საფეხურის ხანგრძლივობა 1.5 თვეა. მისი უნიკალურობა გამოირჩევა მისი სისწრაფით და გამეორების მკაცრი პრინციპით.

თუ ქალანის მეთოდით გადაწყვეტთ დაეუფლოთ ინგლისურ ენას ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა დაემორჩილოთ მის პრინციპს "გამეორება, გამეორება, გამეორება და საუბარი ფიქრის გარეშე".

ამ მკაცრი პრინციპის საფუძველზე თქვენ შეძლებთ 4-ჯერ უფრო სწრაფად ამეტყველდეთ ინგლისურ ენაზე, ვიდრე სხვა მეთოდების გამოყენებით. მიუხედავად მინიმალური საშინაო დავალებებისა ქალანის მეთოდი შედეგის მაქსიმუმის გარანტია. ქალანის მეთოდი არ ზღუდავს ენის შესწავლის მსურველთა ასაკს.

რატომ უნდა შეისწავლოთ ინგლისური კემბრიჯ ჰაუსში?
  • ენის ოთხჯერ უფრო სწრაფად შესწავლა
  • მინიმალური საშინაო დავალება
  • არცერთი სიტყვა ქართულად, ლექციების მიმდინარეობისას
აუდიო - ვიდეო ლექციები

იმისათვის რომ თავისუფლად გავიგოთ და გავიაზროთ ინგლისურ ენაზე მოსაუბრის ყოველი სიტყვა თუ ფრაზა ამისათვის აუცილებელია ხშირად მოვუსმინოთ ამა თუ იმ აუდიო და ვიდეო მასალებს რათა გავიუმჯობესოთ სმენითი მეხსიერება და ადვილად გასაგები გავხადოთ ჩვენთვის უცხო ენა.

ინგლისურენოვანი პრესის ლექციები

ინგლისურენოვანი პრესის ლექციები მეტად მნიშვნელოვანია როგორც ლექსიკური ასევე თანამედროვე პოლიტიკური, კულტურული, ბიზნეს და სპორტული ტერმინოლოგიის ათვისებისთვის. სტუდენტს ყოველთვიურად 4 აკადემიური საათი ჩაუტარდებათ პრესის მიმოხილვა ყველა შესაძლო ასპექტში და შეისწავლიან დამოუკიდებლად სტატიების წერას ინგლისურ ენაზე.

ბრიტანეთის ისტორია

კემბრიჯ ჰაუსი თავის სტუდენტებს უქმნის ყველა პირობას რათა არამარტო საფუძვლიანად დაეუფლონ ინგლისურ ენას არამედ გარკვეული წარმოდგენა იქონიონ იმ ქვეყნის და ხალხის ისტორიაზე რომლის მშობლიურ ენასაც ასე გულმოდგინედ ეუფლებიან, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ თვეში 4 დამატებითი საათი გამოგვეყო რათა ჩვენს სტუდენტებს გავაცნოთ როგორც ბრიტანეთის ასევე ამერიკის ისტორია ინგლისურ ენაზე საკმაოდ საფუძვლიანად და მივაწოდოთ ყველა მნიშვნელოვანი დეტაილი ერისა თუ ქვეყნის ისტორიაზე.

ბიზნეს ინგლისური

მოგეხსენებათ რაოდენ მდიდარია ბრიტანულ-ამერიკული ლიტერატურა და თუ რაოდენ დიდ როლს თამაშობს ენის საფუძვლიანად დაუფლებისას.

კემბრიჯ ჰაუსი ითვალისწინებს რა ამ მნიშვნელოვან ასპექტს ენის შესწავლის პერიოდში სტუდენტებს აძლევს საშუალებას არა მარტო გაიმდიდრონ ლექსიკური მარაგი, არამედ მიიღონ ზოგადი განათლებაც, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია დღევანდელ ყოფაში.

მე-3 საფეხურის დაწყებისთანავე სტუდენტს ყოველთვიურად 8 საათი უტარდება შესაბამისი დონის საშინაო კითხვა მხატვრულ ლიტერატურაში რაც გულისხმობს ნაწარმოებების თარგმნა გარჩევა და ანალიზურ კითხვას.

გაიცემა როგორც ადგილობრივი სერთიფიკატი, ასევე მოგამზადებთ კემბრიჯის სერთიფიკატისთვის.

იმისათვის რომ სტუდენტმა მოიპოვის კემბრიჯ ჰაუსის შუალედური (Intermediate) სერთიფიკატი უნდა გაიაროს ქალანის მედოდით 124 გაკვეთილი რაც უდრის 8 საფეხურს, ხოლო 189 გაკვეთილის გავლის შემდეგ რომელიც უდრის 12 საფეხურს სტუდენტი შეძლებს მოიპოვოს დამამთავრებელი (Advanced) სერთიფიკატი.

ჩვენთან გავლილი საფეხურების საფუძველზე აღებული სერთიფიკატი პირდაპირ მიუთითებს რომ სტუდენტი კომპეტენტურია შესაბამისი დონის ნებისმიერი გამოცდის ფარგლებში.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომრებზე, ან იხილოთ ჩვენი ვებ-გვერდი.

რეგისტრაციისათვის გთხოვთ, შეავსოთ ამ ვებ-გვერდზე განთავსებული სააპლიკაციო ფორმა.

მიმდინარეობს რეგისტრაცია!
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული, ინგლისური
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები