GE
ქსელის სპეციალისტის მოსამზადებელი კურსი
ღირებულება: 250 ლარი
ნექსთ აიტი აკადემია აცხადებს მიღებას ქსელის სპეციალისტის მოსამზადებელ სასწავლო კურსზე.
 
ბოლო ვადა: 11 სექტემბერი

სასწავლო კურსის მიზანი:
კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს შეისწავლოს ქსელის ფუნდამენტალური პრინციპები, ქსელის დაგეგმვა, აგება და მონტაჟი; სამონტაჟე ინსტრუმენტები და მათი გამოყენება, ქსელური მოწყობილობების გამოყენება, ქსელური პროტოკოლები, ქსელური ტოპოლოგიები და მისი არქიტექტურა; ქსელის OSI და TCP/IP მოდელები და დამისამართება; ქსელში წარმოშობილი პრობლემის მოძიება და აღმოფხვრა; უკაბელო ქსელის მონტაჟი და უსაფრთხოება; ქვექსელებად დაყოფა (Subnetting); კაბელური და უკაბელო მარშრუტიზატორების კონფიგურაცია (Cisco, MikroTik, TP-Link); ქსელში სამუშაო პროგრამების გამოყენება; მცირე და საშუალო ზომის ქსელის აგება და ადმინისტრირება, ქსელის მონიტორინგი.

სასწავლო კურსის პროგრამა:
  • ქსელის მიმოხილვა, რესურსების გადაცემა ქსელში; LAN, WAN და Internet ქსელები; შუალედური და საბოლოო მოწყობილობები;
  • ქსელური მედია, კაბელების სტანდარტები, ტოპოლოგიები, ქსელური პროტოკოლები და სტანდარტები;
  • ქსელის დაყოფა დონეებად, OSI მოდელი, TCP/IP მოდელი, OSI და TCP/IP მოდელების შედარება, მონაცემთა გადაცემა ქსელში (მონაცემთა ენკაპსულაცია და დეკაპსულაცია, ლოკალურ და დაშორებულ რესურსებზე წვდომა);
  • ფიზიკური დონის პროტოკოლები, ფიზიკური დონის მიზანი, ქსელური მედია საშუალებები: სპილენძის კაბელი, UTP კაბელი, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი, უკაბელო შეერთება;
  • სამონტაჟე ინსტრუმენტები და მათი გამოყენება;
  • ქსელის გაყვანა, კაბელზე ჯეკის დასმა, Outlet-ის მონტაჟი, კაბელის ტესტირება;
  • არხის დონის პროტოკოლები, არხის დონის ქვედონეები (LLC და MAC), მეორე დონის ფრეიმის სტრუქტურა, მედიაზე წვდომის კონტროლი, არხის დონის ფრეიმი (Header, მეორე დონის მისამართი, Trailer);
  • LAN და WAN ფრეიმები, Ethernet ფრეიმი, Point-to-Point (PPP) ფრეიმი, 802.11 უკაბელო ქსელის ფრეიმი;
  • Ethernet-ი, Ethenet-ის გამოყენება (LLC და MAC ქვედონეები, MAC ქვედონე, MAC მისამართი, ფრეიმის დამუშავება);
  • Ethernet MAC მისამართი (MAC მისამართი და თექვსმეტობითი კოდი, Unicast, Broadcast და Multicast MAC მისამართები), MAC და IP მისამართები, მისამართების განსაზღვრის პროტოკოლი (ARP, RARP);
  • სვიჩინგი: კომუტატორის MAC მისამართების ცხრილი, Duplex რეჟიმები, Auto-MDIX;
  • ქსელური დონე, ქსელური დონის პროტოკოლები, IP პროტოკოლის მახასიათებლები (Connectionless, Best Effort Delivery, Media Independent), IPv4 პაკეტი (IPv4 Header, Header Fields, IPv4 ვერსიის შეზღუდვები);
  • IPv6 პაკეტი (IPv6 -ის ენკაპსულაცია, IPv6 Header, Header Fields);
  • მარშრუტიზაცია (Routing): ჰოსტ კომპიუტერის მარშრუტიზაცია (Default Gateway, IPv4 ჰოსტის მარშრუტიზაციის ცხრილი, მარტივი IPv4 და IPv6 ჰოსტის მარშრუტიზაციის ცხრილი);
  • როუტერის მარშრუტიზაციის ცხრილი (IPv4 როუტერის მარშრუტიზაციის ცხრილი, პირდაპირ დაკავშირებული, დაშორებული მარშრუტი­ზა­ციის ცხრილის ელემენტები,  Next-Hop მისამართი);
  • IP დამისამართება, IPv4 ქსელის მისამართები (IPv4 მისამართის სტრუქტურა, IPv4 ქვექსელის ნიღაბი, IPv4 Unicast, Broadcast, Multicast მისამართები, IPv4 მისამართების ტიპები).
  • IPv6 ქსელის მისამართები (IPv6 დამისამართება, IPv6 მისამართების ტიპები, IPv6 Unicast მისამართები, IPv6 Multicast მისამართები), კავშირის შემოწმება (ICMP პროტოკოლი, ტესტირება);
  • IP ქსელების ქვექსელებად დაყოფა, IPv4 ქსელის ქვექსელებად დაყოფა (ქსელის სეგმენტაცია, ქვექსელებად დაყოფის ფორმულა, ქვექსელის შექმნა, ქვექსელის ნიღაბის განსაზღვრა), დამისამართების სქემა;
  • IPv6 ქსელის ქვექსელებად დაყოფა (ქვექსელებად დაყოფა Subnet ID-ის გამოყენებით, ქვექსელებად დაყოფა Interface ID-ში);
  • ტრანსპორტის დონე, ტრანსპორტის დონის პროტოკოლები: მონაცემთა ტრანსპორტი­რება, TCP და UDP პროტოკოლების მიმოხილვა;
  • გამოყენებითი დონე, გამოყენებითი დონის პროტოკოლები (OSI მოდელის გამოყენე­ბითი, სესიისა და პრეზენტაციის დონეები, TCP/IP გამოყენებითი დონის პროტოკოლები), IP დამისამართების სერვისების უზრუნველყოფა;
  • მარშრუტიზატორების (Router) აგებულება (პროცესორი, მეხსიერება, შიდა მოწყობილო­ბე­ბი, გარე პორტები, LAN და WAN ინტერფეისები, ოპერაციული სისტემა), მარშრუტიზატორის ჩატვირთვა (ჩატვირთვის ფაილები, ჩატვირთვის პროცესი);
  • Cisco მარშრუტიზატორის და კომუტატორის ბაზისური კონფიგურაცია, ინტერფეისების კონფიგურაცია, DHCP, NAT, Access List (ACL) კონფიგურაციები;
  • მარშრუტიზატორის კონფიგურაცია გრაფიკული ინტერფეისით (GUI), TP-Link, D-Link მარშრუტიზატორების დეტალური კონფიგურაცია, უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
  • უკაბელო ქსელი (Wireless); უკაბელო ქსელის მარშრუტიზატორების კონფიგურაცია, Linksys, TP-Link, D-Link Wireless Router-ების დეტალური კონფიგურაცია, უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
  • MikroTik როუტერის განხილვა და კონფიგურაცია;
  • ქსელის პრობლემების მოძიება და აღმოფხვრა;
  • ქსელში სამუშაო პროგრამების გამოყენება (დაშორებული კავშირი, დაშორებული დამხმარე, Team Viewer, Net Monitor Employee, Wireshark, Putty და ა.შ).
კურსის ხანგრძლივობა: 1,5 - 2 თვე
სალექციო დღეები: კვირაში 3 დღე - ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი, საღამოს საათებში (19:30-დან 21:30-მდე);
ლექციების ხანგრძლივობა: 2-2.5 საათიანი ლექცია
მთლიანი კურსის ღირებულება: 250 ლარი.

გაიცემა სამი სერტიფიკატი:
  • Cisco CCNA – Introduction to Networks
  • Network Essentials
  • Next-ITnetwork
კურსის განმავლობაში მსმენელები შეასრულებენ უამრავ პრაქტიკულ დავალებებს, რაც მათ გაუადვილებთ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზებას მსმენელები ქსელის პრაქტიკულ დავალებებს შეასრულებენ Cisco-ს, MikroTik-ის და TP-Link-ის მარშრუტიზატორებთან და კომუტატორებთან წარმატებულ მსმენელებს გადაეცემათ „Gold“ სერტიფიკატები თავისი დანართებით.

კურსში გამოყენებული სასწავლო მასალა და დამატებითი კომპონენტები:
  • Cisco–ს ქსელური აკადემიის მიერ შემუშავებული ოფიციალური სასწავლო მასალა ინგლისურად;
  • აკადემიის ინსტრუქტორების მიერ თარგმნილი ოფიციალური სასწავლო მასალა ქართულად;
  • აკადემიის ინსტრუქტორების მიერ შემუშავებული:
- თეორიული და პრაქტიკული მასალები
- პრაქტიკული დავალებები
- ვიდეო მასალები
- პრეზენტაციები
- თვითკონტროლის ტესტები
- ყოველკვირეული ქვიზები
- ფინალური გამოცდები
 
კურსს გაუძღვება საერთაშორისო დონის ინსტრუქტორი.

გასაუბრება ჩატარდება 4 სექტემბერს (19:00-ზე), სწავლა დაიწყება 4 სექტემბერს (19:30-ზე).
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები