GE

ჭავჭავაძის 53ა,                             ტელ: +995 (32) 225 82 43            ელ. ფოსტა:  info@sangu.edu.ge
თბილისი, საქართველო                       +995 (32) 225 81 46            ვებ-გვერდი: http://www.sangu.edu.ge

მეტი
ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა
SANGU - ქართული უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა:
 
მისანიჭებელი კვალიფიკაცია - ფსიქოლოგიის ბაკალავრი
კრედიტების რაოდენობა - 240E CTS  კრედიტი
პროგრამის ხელმძღვანელი: დიმიტრი ნადირაშვილი; საკონტაქტო პირი თინა გოროზია; ტელ: 598 97 77 51
 
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა „ფსიქოლოგია“ სტუდენტს აძლევს ცოდნას ზოგადი, სოციალური, სამედიცინო, ბავშვთა, პიროვნების  ფსიქოლოგიის მიმართულებით, უვითარებს ფსიქოლოგისთვის საჭირო პრაქტიკულ ჩვევებს. პროგრამის ფარგლებში სტუდენტები გაეცნობიან ქართული და მსოფლიო ფსიქოლოგიური სკოლების მიღწევებს.
 
პროგრამაში ჩართული დარგის წამყვანი სპეციალისტები და მკვლევარები უზრუნველყოფენ კვალიფიციური კადრის მომზადებას, რომელიც იქნება კონკურენტუნარიანი დასაქმების ბაზარზე.
 
აკრედიტებულია - საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს #175 გადაწყვეტილება
 
მიზანი:
პროგრამის მიზანია თეორიული ცოდნის მქონე კვალიფიციური ფსიქოლოგის მომზადება, რომელიც გულისხმობს როგორც ბაზისური თეორიული ცოდნის მიღებას, ისე პრაქტიკული ჩვევების დაუფლებას. ბაზისური თეორიული მომზადება გულისხმობს შემდეგი საგნების შესწავლას:
  • ზოგადი ფსიქოლოგია;
  • სოციალური ფსოქოლოგია;
  • პათო ფსიქოლოგია;
  • ფსიქოლოგიის ისტორია;
  • ბავშვის ფსიქოლოგია;
  • სამედიცინო ფსიქოლოგია;
  • პიროვნების ფსიქოლოგია და სხვ.
ფსიქოლოგიისათვის საჭირო პრაქტიკული ჩვევების დაუფლებას განაპირობებს ისეთი საგნების სწავლება, როგორებიცაა: სტატისტიკური მეთოდების გამოყენება ფსიქოლოგიაში, ფსიქოდიაგნოსტიკა, ფსიქორეგულაციის მეთოდები, ორგანიზაციის ფსიქოლოგია.  კურსდამთავრებული შეძლებს სოციალური და სამედიცინო ფსიქოლოგიური პრობლემების გარკვევას და გაცნობიერებას.
 
პროგრამის მიზანია კვალიფიციური ფსიქოლოგის აღზრდა, რომელიც შეძლებს პროფესიულ ფსიქოლოგიურ საქმიანობას, ექნება ცოდნა და უნარი აწარმოოს გამოკვლევები ზოგად, სოციალურ და სამედიცინო ფსიქოლოგიაში, გაერკვეს ქართული და მსოფლიო ფსიქოლოგიური სკოლების მიღწევებში და გადმოიტანს მათ კონკრეტულ ვითარებებში.
 
სწავლის შედეგები
 
ცოდნა და გაცნობიერება: სტუდენტი საფუძვლიანად გაეცნობა: ფსიქოლოგიის მეცნიერების ჩამოყალიბების ძირითად ეტაპებს, შეისწავლის გერმანულ, ბრიტანულ, ფრანგულ და ამერიკულ ფსიქოლოგიურ სკოლებს,მათ შემქმნელებსა და დამაარსებლებს.
 
ექსპერიმენტულ ფსიქოლოგიას, მისდღევანდელ მდგომარეობას.სტუდენტს ეცოდინება მეცნიერული თეორიის არსი,მეცნიერულ ჰიპოთეზთა სახეები,ექსპრიმენტულ ურთიერთობები, ცვლადები, ექსპერიმენტული კვლევების გზით მოპოვებული ინფორმაციის სტატისტიკური დამუშავების მეთოდები.
ფსიქოლოგიის ძირითად მიმართულებებს, ზოგადფსიქოლოგიურ თეორიებს, როგორებიცაა: განწყობის ფსიქოლოგია, ბიჰევიორიზმი, გეშტალტ ფსიქოლოგია, ფსიქოანალიზი, და ა.შ.
 
სტუდენტი გააცნობიერებს ამ და სხვა მიმართულებებში არსებულ ტენდენციებს, თეორიათა შორის არსებულ მსოფლმხედველობით სხვაობებს თუ სხვა სადავო საკითხებს.ეცნობა განსხვავებულ ფსიქოლოგიურ ეროვნულ სკოლებს, ცნობილ მეცნიერთა ღვაწლს და წვლილს ფსიქოლოგიის მეცნიერების წარსულსა და აწმყოში.
გამოყენებითი ფსიქოლოგიის დარგებს: განვითარების ფსიქოლოგია, ორგანიზაციულ ფსიქოლოგია, კლინიკური ფსქიოლოგია, ფსიქოთერთაპიის მეთოდებსა და ფსიქო კონსულტირების საფუძვლებს, რითაც გააცნობიერებს თითოეული გამოყენებითი დარგის მნიშვნელობასა, მეცნიერულ და პრაქტიკულ ღირებულებას.
 
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი: სტუდენტი დაეუფლება: ფსიქოლოგიის მეცნიერების ბაზისურ ცოდნას და მის პრაქტიკაში გამოყენების მეთოდებს. მათ შორის ემპირიულ დაკვირვებას, ინტერვიურებას, ექსპერიმენტის ჩატარებას. განწყობების გამოვლენას სენსორულ, მოტორულ, სოციალურ სფეროებში. დაეუფლება ლაიკერტის, ტურსტონის სკალებზე სოციალური განწყობების გაზომვის მეთოდებს.
 
გაეცნობა პიროვნების საკვლევ ტესტებს,რომლის მეშვეობითაც გაზომავს ემოციურ, კოგნიტურ, ნებელობით, ქცევით სფეროებს.  დაეუფლება ძირითად ბაზისურ ცოდნასა და უნარებს რაც მისცემს საშუალებას თრეინინგები ჩაატაროს განსხვავებული ფსიქოლოგიური მიმართულებით. გადაჭრას ინდივიდისა და საზოგადოების წინაშე მდგარი რიგი ფსიქოლოგიური საკითხები და პრობლემები. სტუდენტს განუვითარდება დამოუკიდებელი მუშაობის უნარი, ფსიქოლოგიის როგორც ფუნდამეტურ, ისე გამოყენებით დარგებში.
 
დასკვნის უნარი: სტუდენტი გამოიმუშავებს: მეცნიერული ღირებულების მქონე ,რელევანტური პრობლემების გამოყოფას, ჰიპოთეზის დაყენების, ფსიქოლოგიურ მონაცემთა შეგროვების, მათ დამუშავების, ანალიზის, მონაცემთა ინტერპრეტაციის, სტატისტიკური დამუშავების უნარს და ამის საფუძველზე არგუმენტირებული დასკვნის გამოტანის უნარს, რაც ლოგიკური მსჯელობის კონტექსტში მნიშვნელოვანი მეცნიერული და პრაქტიკუილი ფსიქოლოგიური პრობლემების მოგვარებას ემსახურება.
 
კომუნიკაციის უნარი: სტუდენტი დაეუფლება: კომუნიკაციის საშუალებებს, რომლის საშუალებითაც პიროვნებათშორის ურთიერთობით დაამყარებს საჭირო კავშირებს პროფესიონალებთან თუ ფართო საზოგადოებასთან.
 
განახორციელებს პროფესიულ მიმართებებს ინდივიდთან თუ ჯგუფთან ფსიქოლოგიური პრობლემების გადაჭრისას.
ბაკალავრიატის სტუდენტი შეისწავლის და დაეუფლება ერთ-ერთ უცხო ენას, რითიც კონტაქტს დაამყარებს და დიალოგში შევა როგორც საზღვრებს შიგა, ისე გარეთ არსებულ საზოგადოებასთან.
 
სათანადო მოხმარების დონეზე დაეუფლება კომპიუტერულ ტექნიკას, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია ინფორმაციის ურთიერთგაზიარებისა და კომუნიკაციური უნარების სრუყოფისთვის. კონფლიქტების მოგვარების გზებსა და საშუალებებს, დიალოგის წარმოების უნარს, თანამშრომლობით ურთიერთობებს.
 
სწავლის უნარი: სტუდენტი მაღალკვალიფიციურ ფსიქოლოგებთან მუშაობისა და საკუთარი პიროვნების ანალიზის გამო ადეკვატური თვითშეფასება ექმნებათ საკუთარი განათლებისა და სწავლის დონის შესახებ, რაც კარგი წინაპირობაა სწავლების მომავალი დონეების განსაზღვრა-დაგეგმისათვის. ასევე საკუთარი პრაქტიკული მუშაობის სწორად წარმართვისათვის.
 
ღირებულებები: პროფესიონალი ფსიქოლოგის ჩამოყალიბება მრავალმხრივ ანვითარებს სტუდენტის პიროვნებას, აზიარებს მაღალკულტურულ და მეცნიერულ ფასეულობებს და უყალიბებს ღირებულებებს, როგორც მოქალაქესა და პროფესიონალს. აცნობს პროფესიულ ეთიკურ კოდექსებს. მიზანმიმართულად ეცნობა პიროვნებისა და საზოგადოების სიღრმისეულ ფსიქო-სოციალურ მახასიათებლებს, მათ ზოგად და ინდივიდუალურ თავისებურებებს, ეთნო-კულტურალურ ნორმებს, ინტერპერსონალურ მიმართებებს, რაც ხელს უწყობს პროფესიონალისა და პიროვნების ფორმირებას.
 
შეფასების სისტემა
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში მოქმედი სტუდენტის მიღწევების შეფასების სისტემა 100 ქულიანია.
 
შეფასების სისტემა ითვალისწინებს ხუთი სახის დადებით შეფასებას:
  • (A) ფრიადი – მაქსიმალური შეფასების 91% და მეტი;
  • (B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90%;
  • (C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80%;
  • (D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61-70%;
  • (E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51-60%;
შეფასების სისტემა ასევე ითვალისწინებს ორი სახის უარყოფით შეფასებას:
  • (FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50%, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება სტუდენტს დამატებით გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს იმავე სემესტრში.
  • (F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40% და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.
შეფასება მოიცავს შუალედურ და დასკვნით შეფასებებს.
 
შუალედური შეფასება შეადგენს 60 ქულას და მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:
  • ყოველკვირეულ/ყოველ მომდევნო კვირას შეფასებები. თითოეულ ჯერზე სტუდენტი ფასდება 2 ან 4 ქულით შესაბამისად.  შეფასება არ ხდება პირველ კვირაში. სულ 20 ქულა ნაწილდება შუალედური შეფასების ამ კომპონენტზე.
  • სემესტრული ნაშრომი (პროექტი, პრეზენტაცია, რეფერატი, ...). ფასდება 10 ქულით.
  • შუალედური გამოცდა, ფასდება 30 ქულით. გამოცდაზე გასვლა სავალდებულოა და მინიმალური კომპეტენციის ზღვარი შეადგენს 12 ქულას. სტუდენტს აქვს შუალედური გამოცდის გადაბარების უფლება. შუალედური გამოცდა ტარდება უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში.
    პირველი და მეორე კომპონენტებისთვის დაწესებულია ჯამური მინიმალური კომპეტენციის ზღვარი - 12 ქულა.
დასკვნითი გამოცდა 40 ქულით ფასდება. დასკვნითი გამოცდის მინიმალური კომპეტენციის ზღვარია 21 ქულა. დასკვნითი გამოცდა ტარდება უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში.
  • სავარაუდო თარიღი სექტემბერი 2017
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები
მიმდინარე პროგრამები