GE
გიდის მოსამზადებელი კურსი ქართულ, ინგლისურ, რუსულ და გერმანულ ენებზე!
გიდის მოსამზადებელი კურსი!
 
ტურიზმი არის უმნიშვნელოვანესი რგოლი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი განვითარებისათვის, ამ საქმეში კი უდიდეს რესურსს  სწორედ გიდ-თარჯიმანი წარმოადგენს, რომელიც მოწოდებულია ერთგულად ემსახუროს სამშობლოს და რომელიც აღჭურვილი უნდა იყოს სათანადო ცოდნა- გამოცდილებით. აქ იგულისხმება არა მარტო ცალკეული ობიექტების ღირსშესანიშნაობების ცოდნა და პრაქტიკული უნარ- ჩვევა, არამედ ისიც თუ როგორ აწარმოოს მან ურთიერთობა უცხოელებთან ან ზოგადად ტურისტებთან, რომ საბოლოოდ მისი მუშაობა იყოს ნაყოფიერი და შედეგიანი.
 
გიდ- თარჯიმნის პროფესია დღევანდელ ცხოვრებაში არის საკმაოდ მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი.
ჩვენი კურსის დამთავრების შემდეგ მსმენელებს ექნებათ საჭირო ცოდნა, უნარ- ჩვევა რათა მათ შეძლონ მუშაობის გაგრძელება სხვადასხვა ტურისტულ კომპანიებში.
 
პროგრამა:
  • ტურიზმი და მისი არსი
  • ტურიზმის კლასიფიკაცია
  • სხვადასხვა ტურის შესწავლა:
სამკურნალო-გამაჯანსაღებელი
სამთო-სათხილამურო
კულტურული
მომლოცველთა
ღვინის ტური
ეკო ტური
  • გიდის ზოგადი უნარ-ჩვევები;
  • გიდის უფლება-მოვალეობები და ეტიკეტი;
  • გიდი და თანამედროვე ტექნოლოგიები;
  • მზადება ექსკურსიის ჩასატარებლად (თემის შერჩევა, მარშრუტის შედგენა)
  • ექსკურსიის სტრუქტურა, მეთოდური ხერხები;
  • საქართველოს ტურისტული რესურსები:
საქართველოს ისტორიული ძეგლების შესწავლა
ქართული ტრადიციების მიმოხილვა
  • ჯგუფთან კონტაქტი (თხრობის ხერხები და მეტყველების კულტურა)
კონფლიქტურ სიტუაციებში მოქმედების წესები და ემოციების მართვა
  • პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა.
კურსი ქართულ ენაზე - ღირებულება 450 ლარი;
კურსი რუსულ ენაზე - ღირებულება 500 ლარი;
კურსი ინგლისურ ენაზე - ღირებულება 500 ლარი;
კურსი გერმანულ ენაზე - 550 ლარი.
 
შპს „ჰებამა“-ს საბანკო ანგარიში:
მიმღები ბანკი: ტერაბანკი
მიმღები ბანკის კოდი TEBAGE22:
მიმღების ანგარიში: GE26 KS00 0000 0360 2051 93
მიმღების დასახელება: შპს ,,ჰებამა“
დანიშნულება: თქვენი სახელი და გვარი, სატრეინინგო მომსახურების საფასური.
 
კურსის ბოლოს ჩატარდება ტესტირება და გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი!
 
კურსს გაუძღვებიან გამოცდილი სპეციალისტები!
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული, ინგლისური, რუსული, გერმანული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები