ტელ.: (+995) 599 13 17 91 ელ-ფოსტა: unikoacademy@gmail.com
ტელ.: (+995) 574 02 11 00 ვებ-გვერდი: www.uniko-academy.com
ფეისბუკი: goo.gl/8r5TjJ
ქ.თბილისი: პეტრე მელიქიშვილის 18,
ქ. ქუთაისი: რუსთაველის 112
ქ. ბათუმი: აღმაშენებლის 13
ქ.რუსთავი : კოსტავას 9
ქ.თელავი : ერეკლე მეფის 2
ჯანდაცვის მენეჯმენტის კურსი შექმნილია მათთვის, ვისაც სურს დაეუფლოს სამედიცინო დაწესებულებების ეფექტიან მართვასა და ადმინისტრირებას. პროგრამის მიზანია მოამზადოს კვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც შეძლებენ სამედიცინო ორგანიზაციაში მართვის პროცესების სწორად დაგეგმვას, ადმინისტრირებას და განვითარებას.
კურსის განმავლობაში სტუდენტები შეიძენენ როგორც თეორიულ ცოდნას, ასევე პრაქტიკულ უნარებს, რომლებიც აუცილებელია ჯანდაცვის სფეროში მენეჯერული საქმიანობისთვის.
კურსის პროგრამა მოიცავს შემდეგ თემებს:
- ჯანდაცვის მენეჯმენტი და ადმინისტრირება
- სამედიცინო პერსონალის მართვა
- ლიდერობა და გუნდური მუშაობა ჯანდაცვის სისტემაში
- მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ავადობის ანალიზი
- სამედიცინო დახმარების დონეები – პირველადი და გადაუდებელი დახმარება
- მართვის სისტემები და მენეჯმენტის იერარქიული დონეები
- საქართველოს კანონმდებლობა ჯანდაცვის სფეროში
- ჯანდაცვის სისტემის ეკონომიკა და დაფინანსების მოდელები
- ხარისხის კონტროლი ჯანდაცვის მენეჯმენტში
- ჯანდაცვის ადმინისტრირება და პროფილაქტიკური ღონისძიებების ორგანიზება
კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტებს შეეძლება სამედიცინო დაწესებულების საქმიანობის ანალიზი, მარკეტინგული პროცესების ეფექტიანობის შეფასება და ისეთი ინფორმაციული სისტემის შერჩევა, რომელიც კონკრეტული სამედიცინო ორგანიზაციის საჭიროებებს შეესაბამება.
სტუდენტები ასევე დეტალურად გაეცნობიან საქართველოში მოქმედ ჯანდაცვის კანონმდებლობას, რაც მათ დაეხმარება პროფესიული საქმიანობის სწორად წარმართვაში.
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი,
კურსის ხანგრძლივობაა 2 თვე — კვირაში 2-ჯერ
- სავარაუდო თარიღი აპრილი 2026
- ჩატარების ადგილი თბილისი
- სწავლების ენა ქართული
- სწავლის ფორმა დასწრებით