GE
ჯანდაცვის მენეჯმენტის, სამედიცინო ხარისხის კონტროლის, სამედიცინო რეგისტრატორის და ფარმაკოლოგიის კურსები

,,VIP Intellect Group” გთავაზობთ ,,ჯანდაცვის მენეჯმენტის“, სამედიცინო ხარისხის კონტროლის,   სამედიცინო რეგისტრატორის და ფარმაკოლოგიის კურსებს !

ლექციები ჩატარდება, როგორც დისტანციურად ასევე ოფისში, ყველა რეგულაციის დაცვის მიხედვით!

შეგიძლიათ ენდოთ ჩვენი გუნდის 21 წლიან გამოცდილებას!

ჯანდაცვის მენეჯმენტის აკრედიტირებული კურსი:

პროგრამას მინიჭებული აქვს აკრედიტაცია (რს-560) სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ!

კურსის მიზანია: კვალიფიციური ჯანდაცვის მენეჯერების მომზადება, რომლებიც ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე პროცესების ეფექტიან ადმინისტრირებას შეძლებენ.

მიზნობრივი ჯგუფები: ჯანდაცვის და სადაზღვევო ორგანიზაციების პერსონალი, ზოგადი სამედიცინო მენეჯერები, სექტორში სწრაფი კარიერული წინსვლით დაინტერესებული პირები, სტუდენტები, ამ სფეროებში   დასაქმების მსურველები, რომელთაც სურთ იმუშაონ სამედიცინო დაწესებულებში მთავარ ექიმად,  სამედიცინო ექსპერტად, პროგრამის კოორდინატორად, მენეჯერად, მითერად, ხარისხის კონტროლში, დაზღვევაში, სამედიცინო სოციალურ ექსპერტიზაში, ადამიანური რესურსების მართვის მიმართლებით, მიმღებში, სატელეფონო ცენტრში და ა.შ

მოდულირებული პროგრამა მოიცავს: თეორიულ სალექციო კურსს, პრაქტიკულ სავარჯიშოებს, ამოცანებს, ქეისების აქტიურ ანალიზს, მომზადებას და ტესტებს. 

ტრენინგი დაფუძნებულია პრაქტიკაზე და მასში გათვალისწინებულია ჯანდაცვის სფეროში არსებული მოთხოვნები. მსმენელები სრულად არიან უზრუნველყოფილნი აუცილებელი სასწავლო და მეთოდური მასალებით. ლექციები მიმდინარეობს ქართულ ენაზე უახლესი ციფრული საპრეზენტაციო ტექნოლოგიების გამოყენებით.კურსის მსვლელობისას მსმენელები შეიძენენ მნიშვნელოვან უნარ-ჩვევებს.

ტრენინგის მასალა:

  1. შესავალი ჯანდაცვის მენეჯმენტში
  2. დაგეგმვა, სტრატეგია
  3. კადრები, კომუნიკაცია, სერვის პლუსი
  4. სამედიცინო მარკეტინგი
  5. ჯანდაცვის მენეჯმენტი (იდეალური მენეჯერი, ლიდერობა, მოტივაცია, ორგანიზაციული კულტურა, ჯანდაცვის პოლიტიკა)
  6. ეპიდემიოლოგია, ინფექციური დაავადებები (აცრების კალენდარი, დიარეა, წითელა...)
  7. სადაზღვევო საქმე (ფრანშიზა, გადაზღვევა)
  8. სიტუაცური ამოცანები case (ქართული ქეისი)
  9. საყოველთაო ჯანდაცვა - შესრულებები
  10. ხარისხის კონტროლი
  11. სამედიცინო სამართალი, კადრები და ხელშეკრულებები (კანონი პაციენტის უფლებების შესახებ).
  12. დაავადებების პრევენცია, არაინფექციური დაავადებები (გიდ, სასუნთქი, კნტ)
  13. ონკოლოგია (ლეიკემია, ფილტვის კიბო, ძუძუ, პროსტატა ...)
  14. თავ-კისრის ონკოლოგია, სტომატოლოგიური და ონკოლოგიური კლინიკის
  15. სამედიცინო ინგლისური 

პროგრამა  ასახავს ჯანდაცვის სისტემაში თანამედროვე შრომის ბაზრის სპეციფიურობას, მისი მართვის უახლეს ტექნოლოგიებს და თანამედროვე მეთოდებს.

გაითვალისწინეთ: სრული კურსის გავლის შემდგომ ტესტირებაში უმაღლესი შეფასების მქონე მსმენელებზე გაიცემა სარეკომენდაციო წერილი და  საუკეთესოები გაივლიან სასწავლო პრაქტიკას  საქართველოს დარგის წამყვან დაწესებულებებში: სამედიცინო ცენტრ ,,პრემიუმ მედ სერვისი“ და ფარმაცევტული კომპანია ,,სმარტ ფარმა“. 

საუკეთესო კურსდამთავრებულებს ექნებათ დასაქმების შეთავაზება!

პროგრამის ხელმძღვანელი: ანა სხვიტარიძე - მედიცინის დოქტორი ,,პრემიუმ მედსერვისის" დირექტორი!

პროგრამის ხანგრძლივობა: 54 საათი
კურსი მოიცავს: 2 თვეს 
კურსის ღირებულება თვეში: 390 ლარი


ტრენიინგ კურსი:  სამედიცინო ხარისხის კონტროლი და მართვა

კურსის მიზანია: სამედიცინო ხარისხის კონტროლის სამსახურის მენეჯერების მომზადება, რომლებიც ჯანდაცვის სფეროს თანამედროვე მოთხოვნების პირობებში კვალიფიციურ ადმინისტრირებას შეძლებენ.
მიზნობრივი ჯგუფები: ჯანდაცვის,  სადაზღვევო ორგანიზაციების და სამედიცინო დაწესებულებაში ხარისხის კონტროლის მენეჯერები, ექსპერტები, პროგრამის კოორდინატორები, სექტორში სწრაფი კარიერული წინსვლით დაინტერესებული პირები, სტუდენტები და ა.შ.

მოდულირებული პროგრამა მიმდინარეობს ქართულ ენაზე ციფრული საპრეზენტაციო ტექნოლოგიების გამოყენებით. ტრენინგი დაფუძნებულია პრაქტიკაზე და მასში გათვალისწინებულია ჯანდაცვის სფეროში არსებული მოთხოვნები. კურსის მსვლელობისას მსმენელები შეიძენენ მნიშვნელოვან უნარ-ჩვევებს. 

მოდულში გაერთიანებულია:

  1. ჯანდაცვის მენეჯმენტის ზოგადი დებულებები და სამედიცინო ხარისხი: ხარისხის კონტროლის მიზანი; ხარისხის მართვის ერთეულის ფუნქციები; პერიოდული მონიტორინგი და კონტროლი; საზოგადოებრივი ჯანდაცვა; სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდსაწინააღმდეგო რეჟიმის უზრუნველყოფა; ნოზოკომიური ინფექციების კონტროლისა და აღრიცხვის პროცესის მართვა; ჰოსპიტალური ინფექციების პროფილაქტიკა; სამედიცინო სტატისტიკა; ხარისხის გაუმჯობესების და პაციენტთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის შეფასების შიდა (ხარისხის მართვის) სისტემა; პაციენტის და სამედიცინო პერსონალის კმაყოფილების შეფასება, მონიტორინგი და ანალიზი; ტესტირების კითხვარის შედგენა; პაციენტთა უსაფრთხოების წესები; რეჰოსპიტალიზაციის და მრავალჯერადი ჰოსპიტალიზაციის; სამედიცინო მომსახურების ეფექტურობის მაჩვენებლები.
  2. კლინიკის ადმინისტრირება,  ჯანდაცვის კანონმდებლობა, სამედიცინო სოციალური ექსპერტიზა, სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების ხარისხის შესწავლა, ფორმა 100, საავადმყოფო ფურცელი და ა.შ
  3. ეთიკური საკითხების განხილვა: ლეტალური გამოსავალი; პაციენტის ჯანმთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება; სამედიცინო შეცდომა/სამედიცინო გადაცდომა; ნოზოკომიური ინფექცი(ებ)ის დადასტურებული შემთხვევა; პაციენტის/პაციენტის წარმომადგენლის საჩივარი; 

პროგრამა ასახავს ჯანდაცვის სისტემაში თანამედროვე შრომის ბაზრის სპეციფიურობას, მისი მართვის უახლეს ტექნოლოგიებს და თანამედროვე მეთოდებს.

კურსი მოიცავს: 8 ლექცია
კურსის ღირებულება: 300 ლარი

ტრენერი - ანა სხვიტარიძე - ექიმი, ექსპერტი, MD.PhD. კლინიკა ,,პრემიუმ მედსერვისის“ დირექტორი.

 

სამედიცინო რეგისტრატორის მოსამზადებელ კურსი

კურსის შესახებ: კურსი ორიენტირებულია პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე. კურსდამთავრებულებს ექნებათ შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა იმისათვის, რომ კონკურენციის პირობებში მეტად მარტივად და კვალიფიციურად დასაქმდნენ სხვადასხვა წამყვან სამედიცინო ორგანიზაციაში, რეგისტრატორის პოზიციაზე . 

კურსის მიზანია: მოლაპარაკების პრინციპების, ტექნიკისა და მართვის უნარების გამომუშავება. 
კურსის მსვლელობისას მსმენელები შეიძენენ მნიშვნელოვან უნარ-ჩვევებს. 

კურსი შედგება თეორიული და პრაქტიკული ნაწილისაგან, ასევე ქეისების აქტიური ანალიზი და მომზადება.

კურსის თემატიკა:

  • ზოგადი თერაპიული უნარჩვევები ავადმყოფობათა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების საერთაშორისო სტატისტიკური კლასიფიკაცია
  • ზოგადი ფსიქოლოგია ზოგადი თერაპია
  • ზოგადი ქირურგია
  • ზოგადი ფარმაკოლოგია
  • ჯანმრთელობის დაზღვევა კორპორატიული დაზღვევა
  • ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამა საყოველთაო ჯანდაცვა დაზღვეული პაციენტის მომსახურება მოლაპარაკებების ძირითადი კომპონენტები
  • მოლაპარაკების პროცესი გადაწყვეტილების მიღება
  • მოლაპარკებების დროს სტრატეგიების სწორად გამოყენება
  • მოლაპარაკების დროს ძირითადი წინააღმდეგობების გადალახვა
  • სამედიცინო პროცესის კასკადის დაგეგმვა ინფორმაციის მიწოდება
  • რეგისტრაცია მონაცემების შეყვანა, როგორც სარეგისტრაციო ჟურნალში, ასევე, პროგრამაში ჯანდაცვის პორტალზე 
  • e-mail-ის გაგზავნის ტექნიკა
  • პაციენტის მომსახურების დაგეგმვა
  • პაციენტის მოლოდინი
  • პაციენტებთან ურთიერთობის ღირებულება
  • პაციენტის კონსულტაცია, გადამისამართება
  • პრობლემების მართვა 

კურსი მოიცავს: 

სრული თეორიული და პრაქტიკული კურსის ხანგრძლივობა: 12 ლექცია
8 ლექცია ჩატარდება თეორილი, ხოლო 4  ლექცია სამედიცინო დაწესებულებაში პრაქტიკული!
ლექციის ხანგრძლივობა:  1 სთ 30წთ
კურსის ღირებულება: 280 ლარი 

 

ფარმაკოლოგიის შემსწავლელ კურსი:

უფასო სტაჟირებით პსპ-სა და ნეო ფარმას ქსელებში

საუკეთესოების დასაქმებით!

ვისთვისაა კურსი გათვლილი?

ფარმაკოლოგიით დანტერესებულ   ნებისმიერი მსურველისთვის, რომელსაც აქვს საშუალო ან უმაღლესი განათლება ფარმაციის ან სამედიცინო სფეროში, ასევე შესაბამისი სპეციალობის სტუდენტებისთვის. აგრეთვე პარაფარმაციით დაინტერესებული პირები შესაძლებელია იყვნენ არასამედიცინო განათლების მქონე.

ტრენინგ-კურსი  მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს და გათვალისწინებულია ისეთი მსმენელებისთვის, ვისაც სურს აფთიაქში მუშაობა  ან მუშაობს ფარმაცევტად ან კონსულტანტად აფთიაქში და სურს პროფესიული დონის ამაღლება.

თეორიული ნაწილში მსმენელი გაეცნობა სამკურნალო საშუალებების კლასიფიკაციას ფარმაკოლოგიური ჯგუფების მიხედვით. მედიკამენტთა თითოეული ჯგუფის განხილვა იმ დაავადებათა კლინიკასთან ერთად, რომლის დროსაც ინიშნება ეს მედიკამენტები, ასევე გაეცნობა

  • აფთიაქის სტრუქტურას
  • სამკურნალო საშუალებების კლასიფიკაციას
  • ფარმაკოლოგიურ ჯგუფებს
  • მოქმედების მექანიზმებს, ჩვენებებს, გვერდით მოვლენებსა და უკუჩვენებებს
  • ფარმაცევტის სამუშაო პროგრამას
  • სარეცეპტო და არასარეცეპტო მედიკამენტების გაცემის წესებს
  • ეფექტური მომსახურებისა და გაყიდვების ტექნიკებს.

რამოდენიმე ლექცია დაეთმობა პარაფარმაციას, ამ ტრეინინგის ქვეშ იგულისხმება: ბავშვთა კვება, ჰიგიენის და მოვლის საშუალებები, როგორც ბავშვებში ასევე ზრდასრულებში

პრაქტიკულ ნაწილში - სტაჟირების დროს  გაეცნობა სააფთიაქო კომპიუტერულ პროგრამა - Apex-ს, აფთიაქში ყველა საჭირო დოკუმენტაციის წარმოების, ცვლის გადაბარების წესებს. შეისწავლის  მომხმარებელთან ურთიერთობის უნარ-ჩვევებს, ეფექტურ მომსახურებას.

თეორიული კურსი გრძელდება : 2 თვე
კვირაში 3-ჯერ ტარდება ლექციები. 
თეორიული კურსის ღირებულება: 400 ლარი
სტაჟირება: უფასო პსპ და ნეოფარმას სააფთიაქო ქსელებში 
 

  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები