GE

პეკინის ქ. N28, მე–6 სართ.             ტელ: (+995 32) 237 19 39         ელფოსტა: ninovipicg@gmail.com
თბილისი, საქართველო                           (+995) 593 61 82 12          ვებსაიტი: http://www.vipintellect.ge
                                                                       (+995) 551 19 61 10          ფეისბუქი: http://on.fb.me/YD5BjQ

მეტი
კომპიუტერული დაპროგრამების საფუძვლები - C# ენის გამოყენებით!
ღირებულება: 400 ლარი
პროგრამაზე რეგისტრაცია
კურსი გათვლილია: დამწყებებისთვის, ვისაც სურს ალღო აუღოს კომპიუტერულ დაპროგრამებას. ალბათ, ყველას გსმენიათ 20/80 შეფარდების პრინციპზე, ზუსტად ამის გამო ჩვენ შევისწავლით C#-ის მნიშვნელოვან და აუცილებელ სინტაქსური შესაძლებლობის ⅕-ს, რაც საბაზოა და სხვა ყველა დარპროგრამების ენებშიც მეორდება, პარალელურად კი დრო დაეთმობა ნამდვილი პროგრამისტის ისეთ თვესებებს განვითარებას როგორიცაა, აბსტრაქტული აზროვნება და გამოთვლითი პროცესების მოდელირება.
 
ასევე განვიხილავთ ალგორითმების საფუძვლებს და შევეხებით მონაცემთა სტრუქტურებს. ამ ყველაფრის საფუძვლიანად ათვისება გაგხდით უნივერსალებს, შედეგად მიიღებთ დამოუკიდებლად, სხვა დაპროგრამების ენების ათვისების შესაძლებლობას ან კურსში ხსენებული ენის და .NET Platform-ის ადვილად და უფრო სიღმისეულად შესწავლას.

კურსის მოკლე შინაარსი
C#-ის ენა / The C# Language
  • მონაცემთა ტიპები, ლიტერალები და ცვლადები / Data Types, Literals and Variables
  • ოპერატორები და ოპერანდები/ Operators
  • განშტოების ოპერატორები / Program Control Statements
  • სტრიქონები, ერთ და მრავალგანზომილებიანი მასივები / Arrays, Strings, Multidimensional Arrays
  • კლასების და ობიექტების შესავლები / Introducing Classes and Objects
  • შეცდომების დამუშავება / Exception Handling
  • უსახელო ფუნქციები და ობიექტები / Anonymous Functions and Objects
  • ინტერფეისები, ზოგადი ტიპები / Interfaces, Generics
  • კოლექციები, ჩამოთვლადი ტიპი და იტერატორი / Collections, Enumerators and Iterators
  • მონაცემთა სტრუქტურების დამუშავების ჩაშენებული ენა / LINQ
ინფორმატიკა / Computer Science
  • როგორ მუშაობს კომპიუტერი? / How to computer works?
  • რა არის კომპილატორი? / What is Compiler?
  • C#-ის Javas-ს და C++-ის შედარება / Comparison of C#, Java and C++
  • რა არის ორობითი თვლის სისტემა? / What is binary number systems?
  • მათემატიკური ლოგიკის შესავლები / Intro to Math Logic
  • მონაცემთა სტრუქტურები და ალგორითმები / Data Structures and Algorithms
  • ალგორიმთის ეფექტურობის ასიმპტოტური შეფასება / About Big O notation
  • კოდის წერის პრინციპები და პრაქტიკები / Principles and Practices of Coding
.NET Framework პლათფორმა და ინსტრუმენტები
  • .NET Core SDK / CLI
  • Unit Testing
  • Visual Studio, VS Code, Git
კურსდამთავრებულის უპირატესობანი: კურსის ათვისების შედეგად, მსმენელს  შეექმნება წარმოდგენა ზოგად პროგრამირების პრინციპებზე, რაც საშუალებას მისცემს მომავალში დამოუკიდებლად იკვლიოს მისთვის საინტერესო სხვა და სხვა ტექნოლოგიები და დაპროგრამების ენები.
 
შემაჯამებელი ტესტირება: გვექნება საერთო მიზანი, რომელიც მოისაზრებს რამე კონკრეტული და პრაქტიკულად გამოსაყენებელი ბიბლიოთეკის დაწერას. მოთხოვნები ფუნქციონალური ელექტრონული მისამართი. საჭირო იქნება მოსწავლლების ონლაინ სისტემაში დარეგისტრირება, რომ მოხერხდეს დისტანციურად დახმარება, დავალებების შესრულება და მენტორობა.
 
კურსის ხანგრძლივობა: 3 თვე / კვირაში 3-ჯერ
მეცადინეობის ხანგრძლივობა: 2 საათი, 1სთ. - თეორია / 1სთ. - პრაქტიკა
დისტანციური მენტორობა ონლაინ: კვირაში 3 საათი
კურსის ღირებულება თვეში: 400 ლარი
ჯგუფი დაიწყება არანაკლებ 4-6 მსმენელისგან!
 
კურსს უძღვება: გიორგი კოღუაშვილი, პროგრამისტი, ტრენერი, ალტასოფტის პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი.
პროგრამაზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრიციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი ნოემბერი 2018
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები
მიმდინარე პროგრამები