GE

ა(ა)იპ თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლის დაფუძნებისა და მხარდაჭერის კავშირი

თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა გახლავთ წევრი გერმანული სკოლების მსოფლიო გაერთიანებისა, რომელიც გერმანული საერთაშორისო სკოლების თავისუფალი, არაკომერციული წარმომადგენელია დაასევე საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში არის აღიარებული.

ჩვენი სკოლის მოსწავლეები გერმანიაში აღიარებულ სასკოლო განათლებას მიიღებენ, ამასთან საქართველოს კულტურასა და ქართულ ენას შეისწავლიან. ჩვენს სკოლაში ქართველი და სხვა ეროვნების მოსწავლეები გერმანულენოვან სასწავლო გარემოში გერმანულ ენასა და კულტურას ეცნობიან.

სამიდან ექვს წლამდე ბავშვები სკოლასთან არსებულ საბავშვო ბაღში გერმანულენოვან გარემოში თამაშობენ და სწავლობენ. ბაღის აღსაზრდელებს, რომელთა მშობლიური ენაც გერმანული არაა, ეს საბავშვო ბაღი გერმანულენოვან სკოლაში სწავლის გასაგრძელებლად განსაკუთრებული მეთოდით მომზადებას, ენის თამაშით სწავლებას, სთავაზობს.
  • დამოუკიდებელი დაწყებითი სკოლა (1–4 კლასის ჩათვლით) კერძო სკოლა
  • სწავლების ენა: გერმანული, ქართული
  • მასწავლებელთა რაოდენობა: 12
  • მოსწავლეთა რაოდენობა: 67
  • სწავლების ღირებულება
თბილისი, ძველი თბილისი
წყნეთის გზატკ. 63
  • განახლების ბოლო თარიღი: 15.01.2022