GE

გიმნაზია ,,შავნაბადა’’

დაარსების თარიღი: 1995
25 წელზე მეტია გიმნაზია „შავნაბადა“ საპატიო ადგილს იკავებს საგანმანათლებლო სივრცეში. გიმნაზიაში დაგხვდებათ მეგობრული და თანამედროვე, მასწავლებელზე და მოსწავლეზე ორიენტირებული გარემო.
დაარსების დღიდან დღემდე გიმნაზიის მიზანია მოზარდებისთვის მაღალი ხარისხის დაწყებითი და საშუალო განათლების შეთავაზება და დროის გამოწვევის შესაბამისი, ჰუმანიზმისა და დემოკრატიული ფასეულობების მატარებელი, ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების გამზიარებელი, ტოლერანტი პიროვნების აღზრდა.

გიმნაზია „შავნაბადა“ ამაყობს იმით, რომ თანამედროვე ბაზითა და კეთილმოწყობით, ინფრასტრუქტურითა და სამეცნიერო ლაბორატორიებით, ორიგინალური ბიბლიოთეკითა და სააქტო დარბაზით ქვეყნის მასშტაბით მიჩნეულია ერთ-ერთ საუკეთესო საგანმანათლებლო დაწესებულებად.
  • ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო (1–12 კლასის ჩათვლით) კერძო სკოლა
  • სწავლების ენა: ქართული
  • მასწავლებელთა რაოდენობა: 90
  • მოსწავლეთა რაოდენობა: 1009
  • მოსწავლეთა საშუალო რაოდენობა კლასში: 20
  • სწავლების ღირებულება
თბილისი, ისანი-სამგორი
წულაძის ქ. №32დ
  • განახლების ბოლო თარიღი: 26.11.2024