შპს მეექვსე საავტორო სკოლა
მეექვსე საავტორო სკოლა მიზნად ისახავს აღზარდოს მოსწავლეები ქართული სულისკვეთებითა და ევროპული ჰუმანიზმის იდეებით. აგრეთვე, შესძინოს მრავალმხრივი ცოდნა, უნარები და ფასეულობები, რომლებიც მათ აქცევს საზოგადოების აქტიურ წევრებად, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და დემოკრატიული ღირებულებების მატარებელ მოქალაქეებად. ჩვენი სკოლისათვის არსებითია ისეთი მომავალი თაობების აღზრდა, რომელთაც ექნებათ ურყევი ეროვნული ცნობიერება, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები და ღრმა ინტელექტუალური საფუძველი.
თბილისი, ძველი თბილისი
ლადო ასათიანის 28
(032) 299 56 96