სკოლა ენ-ჯი
დაარსების თარიღი: 1999
სკოლა მოსწავლეებში ავითარებს თანასწორობის, სამართლიანობის, პატივისცემის, ტოლერანტობის და ემპათის ღირებულებებს. სკოლის მისიაა: მოქალქეობრივი პასუხისმგებლობის მქონე, ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევარი, ინტელექტუალურად განვითარებული მოქალაქეების ჩამოყალიბება და მათი აქტიური სამოქალაქო ცხოვრებისათვის მომზადება. ჩვენი სკოლა პატარა ოჯახია, სადაც სხვადასხვა ეროვნების თანამშრომელი მუშაობს და ათამდე ეროვნების მოსწავლე სწავლობს. აქ ყველა ახალ მოსულ მოსწავლეს ვხვდებით კეთილგანწყობილად და ვცდილობთ თავი იგრძნონ ჩვენი ოჯახის მნიშვნელოვან წევრად. ჩვენთან მრავალფეროვანი, ინკლუზიური, უსაფრთხო, თბილი და სიყვარულით სავსე გარემოა, სადაც ბავშვებს ერთმანეთის სიყვარულს და პატივისცემას ვასწავლით.
თბილისი, გლდანი-ნაძალადევი
ფორე მოსულიშვილის ქუჩა N20
(032) 2652667