GE

საკომუნიკაციო პლატფორმა „დაჩექინდი“ edu.aris.ge-ზე

რას ნიშნავს?
„დაჩექინება“ ნიშნავს ადამიანის რეგისტრაციას edu.aris.ge-ზე შექმნილი პროფესიული სასწავლებლის სპეციალურ გვერდზე, ფეისბუკის ანგარიშის გამოყენებით, მარტივად, 1 წუთში.

რას მაძლევს?
თქვენსა და დამსაქმებლებს შორის პირდაპირი და ეფექტური კომუნიკაციის ჩამოყალიბების შესაძლებლობას. უფრო მარტივად რომ ვთქვათ - „დაჩექინების“ შედეგად, მოხვდებით პროფესიული განათლების მქონე სტუდენტების ბაზაში, რომლის შესახებ ჩვენ ათობით მსხვილ დამსაქმებელს მივაწვდით ინფორმაციას.
ეს მომსახურება კი სტუდენტისათვის უფასოა.

უკვე 1438 ადამიანი დაჩექინდა!

რეგისტრაციის დროს, შეგიძლიათ მიუთითოთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია, მინიმალური სასურველი ხელფასი, საკუთარი სამუშაო გამოცდილება, შეგიძლიათ ატვირთოთ თქვენი CV ან.... უარი თქვათ ნებისმიერი საკონტაქტო და დასაქმებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გასაჯაროებაზე. ინფორმაციის განახლება ან წაშლა შესაძლებელია ნებისმიერ დროს.

გაითვალისწინეთ, რაც უფრო მეტი ადამიანი დაჩექინდება, მით უფრო მაღალ ადგილს დაიკავებს თქვენი სასწავლებელი შეჯიბრში - იხ. „დიდების დარბაზი

მაშ ასე, პროფესიულის სტუდენტი ხარ, ან პროფესიული პროგრამა უკვე დაამთავრე?

მოძებნე შენი კოლეჯი, „დაჩექინდი“ ფეისბუკის ანგარიშით და შეუერთდი მეგობრებს!

ჩვენ ყველგან ერთად ვართ! არ გამოგვაკლდე!

პროფესიული სასწავლებლის საძიებელი
როგორ უნდა „დაჩექინდე“ (ვიდეო ინსტრუქცია)