GE
BCG Forex
 
BCGforex არის აშშ-საქართველოს ერთობლივი პროექტი, რომლის მიზანია კავკასიის და შუა აზიის რეგიონებში მსოფლიო ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობისთვის სრულყოფილი პირობების შექმნა.
პროექტის ფარგლებში შედის საქართველოს მომხმარებლისთვის სრულიად ახალი ტრეიდერის და ბროკერის პროფესიის სწავლება და მსოფლიო სავალუტო ბირჟაზე დასაქმება. www.bcgforex.com-ზე გთავაზობთ ვაჭრობის და ანალიზის უახლეს პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც საშუალებას გაძლევთ იმუშაოთ მსოფლიო სავალუტო ბაზარზე შუამავლების გარეშე.
BCGforex-თან ერთად თქვენ ღებულობთ ტექნიკური ანალიზისთვის და საკუთარი სავაჭრო სტრატეგიის შესაქმნელად ყველა საჭირო ინფორმაციას. ასევე უნიკალურ შესაძლებოლაბას ისწავლოთ და შეიძინოთ ახალი პროფესია და გახდეთ ფორექს კლუბის წევრი და დასაქმდეთ ფორექსის სივრცეში.
BCGforex-ის თბილისის ოფისი არის თქვენი ანგარიშის სწორი წარმართვის და მოგების დროულად მიღების გარანტი. ჩვენი ცხელი ხაზი დაგეხმარებათ ნებისმიერი პრობლემის და გაურკვევლობის გადაწყვეტაში.
ჩვენ ვმუშაობთ კერძო და კორპორატიულ კლიენტებთან მსოფლიოს 140 ქვეყანაში.
ჩვენი ძირითადი მიზანია მაქსიმალური ცოდნა მივცეთ Forex-ით დაინტერესებულ პირებს, რათა მათ შეძლონ თავისი ინტელექტის გამოყენებით ივაჭრონ სავალუტო ბირჟაზე პერსონალური კომპიუტერის გამოყენებით სახლიდან გაუსვლელად. ამისთვის ჩვენ შექმნილი გვაქვს ლექციების თეორიული და პრაქტიკული კურსები, რომლის მეშვეობითაც დაინტერესებული პირები მიიღებენ სრულფასოვან და ამომწურავ ცოდნას როგორც ზოგადად Forex-ის შესახებ, ასევე სავალუტო ბირჟის მუშაობაზე, იმ ინსტრუმენტების შესახებ, რომლებიც გვეხმარება ბაზრის გაანალიზებაში, ვაჭრობის დაგეგმარებაში. (ფუნდამენტალური ანალიზი, ტექნიკური ანალიზი), ასევე ჩვენ ვასწავლით ფსიქოლოგიურ ასპექტებს, რისი ცოდნაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. ვინაიდან არსებობს მცდარი აზრი იმის თაობაზე, რომ ბირჟაზე ვაჭრობა არის აზარტულ თამაშებთან გაიგივებული, რაც აბსოლუტურად არ არის სწორი მიდგომა, ვინაიდან უპირველეს ყოვლისა, წარმატებული ტრეიდერი იგებს ინტელექტის, შესაბამისი ცოდნისა და სწორი მოქმედების საშუალებით.
გარდა ამისა, ჩვენ დავაარსეთ საქართველოს ტრეიდერების კლუბი. ამ კლუბში ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია გაწევრიანდეს.