კავკასიური ჰუმანიტარული უნივერსიტეტი
კავკასიური ჰუმანიტარული უნივერსიტეტი "კჰუ" ამზადებს მაღალპროფესიულ სპეციალისტებს სამართალმცოდნეობაში, ეკონომიკაში, ჟურნალისტიკაში და უცხო ენებში.
ჩვენმა უნივერსიტეტმა მჭიდრო კავშირი დაამყარა აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიის ქვეყნების მრავალ უნივერსიტეტებთან და უმაღლეს სასწავლებლებთან.
სასწავლო პროცესი წარიმართება ინგლისის სოლფორდის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამების ბაზაზე. ამის მიზანია განათლების ერთიან ევროპულ სისტემაში შესვლა.
"კჰუ" მრავალეროვანია. სტუდენტებს შორის არსებობს ჰარმონიული დამოკიდებულება და ურთიერთპატივისცემა. უნივერსიტეტში სწავლების მაღალი დონეა. მატერიალურ-ტექნიკური ბაზა - ბიბლიოთეკა და კომპიუტერული კლასი პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს.
უნივერსიტეტში მოქმედებს სტუდენტთა კავშირი, რომლის თაოსნობითაც ტარდება მრავალი საუნივერსიტეტო ღონისძიება საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. მაგალითად, აზერბაიჯანში ჩატარდა აზიის ქვეყნების ჟურნალისტთა საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ხუთმა სტუდენტმა, რომელთაგან ერთი წარმოადგენს ჩვენს უნივერსიტეტს და დაიმსახურა უმაღლესი სერთიფიკატი.
უნივერსიტეტში ფუნქციონირებს რუსული, აზერბაიჯანული, ინგლისური საქტორები ქართული ენის გაძლიერებული სწავლებით.
უნივერსიტეტის სტუდენტები სურვილისამებრ გაიგზავნებიან ევროპის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გასაგრძელებლად.
უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობენ ცნობილი პროფესორები და აკადემიკოსები: მ. თავდიშვილი, ნ. ტაბიძე, ს. მინაშვილი, ნ. ჭითანავა, გ. გეგეჭკორი, დ. სანდოძე, მ. არეშიძე და სხვები.