ტრენინგი: ახალგაზრდა ლიდერები კონფლიქტის მართვაში
პროექტის ფარგლებში სამჯერ ჩატარდება 4 დღიანი ტრენინგი.
ტრენინგის მონაწილეები, მიიღებენ პროფესიონალურ ინფორმაციას საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების შესახებ, გაეცნობიან მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტების ისტორიას და გაავლებენ პარალელებს.
თეორიული კურსის პარალელურად ტრენინგი მოიცავს პრაქტიკულ სავარჯიშოებსაც. ეს დაეხმარებათ მონაწილეებს გამოავლინონ საკუთარი უნარ-ჩვევები და ისწავლონ მათი მართვა. მონაწილეები შეხვდებიან კონფლიქტზე მომუშავე ექსპერტებს და იმ ახალგაზრდებს , რომლებიც მონაწილეობენ ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ დიალოგში.
არჩეული კანდიდატები მიიღებენ ინფორმაციას ახალი მედიის საშუალებების გამოყენების შესახებ. შესრულდება პრაქტიკული სავარჯიშოები. ტრენინგის მსვლელობისას შეიქმნება ბლოგი, რომელზეც მუშაობა სავალდებულო იქნება თითოეული მონაწილისთვის. ტრენინგის დასრულების შემდეგ ახალ ინფორმაციებს ტრენერები და მონაწილეები გაცვლიან ტრენინგის დროს შექმნილ ბლოგის დახმარებით.
ტრენინგის ბოლოს გადაიცემა სერტიფიკატი.
პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს, სტუდენტებს, დევნილ და სხვადასხვა პროფესიის მქონე კონფლიქტით დაინტერესებულ ახალგაზრდებს.
მონაწილეების შერჩევა მოხდება CV -ს და სამოტივაციო წერილის საფუძველზე. დაინტერესებულმა პირებმა მონაცემები უნდა გაგზავნონ მისამართზე dioskuria1@gmail.com
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ პროექტის კოორდინატორებს.

- ლალი დევიძე
- ანუნა ბუკია
კანდიდატმა აუცილებლად უნდა მიუთითოს სასურველი დრო.
- სავარაუდო თარიღი გასულია
- ჩატარების ადგილი ზუგდიდი
- სწავლების ენა ქართული
- სწავლის ფორმა დღის