GE
მხატვრული და სატელევიზიო კინოს პროდიუსერობის საფუძვლები
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას თეორიულ და საშემსრულებლო სამაგისტრო პროგრამაზე მხატვრული და სატელევიზიო კინოს პროდიუსერობის საფუძვლები (პროდიუსერის ოსტატობა. პრაქტიკისა და თეორიის სინთეზი, ანალიზი და კინოსისტემა)
სამაგისტრო პროგრამების გაცნობა შესაძლებელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე (www.tafu.edu.ge).
პროგრამას ხელმძღვანელობენ: ოთარ შამათავა და თეკა კახიძე.
საბუთები მიიღება 1-დან 14 სექტემბრის ჩათვლით სპეციალობის შესაბამის ფაკულტეტზე:
  • ხელოვნების, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი - მის: რუსთაველის გამზ. 19 ტელ: 997541
  • დრამის ფაკულტეტი - მის: რუსთაველის გამზ. 19 ტელ: 932252
  • კინო – ტელე ფაკულტეტი - მის: აღმაშენებლის გამზ. 40 ტელ: 960146
მაგისტრატურაში ჩარიცხვის მსურველთა მიერ წარსადგენი საბუთების ნუსხა:
  • განცხადება ფაკულტეტის, სამაგისტრო პროგრამის მითითებით;
  • განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV);
  • ოთხი ფოტოსურათი (3X4);
  • უმაღლესი განათლების დიპლომი, დიპლომის დანართი /ნიშნების ფურცელი და მათი ასლები, ან მისი შემცვლელი დოკუმენტი;
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • ორი რეკომენდაცია (ორგანიზაციიდან, სადაც კონკურსანტი საბაკალავრო პროგრამას გადიოდა. თუ ასეთი ორგანიზაცია რამდენიმეა, მაშინ იმ ორგანიზაციიდან, სადაც გაიარა საბაკალავრო პროგრამის ძირითადი ნაწილი);
  • მიწერის მოწმობა და მისი ასლი, ან სამხედრო ბილეთი და მისი ასლი (სამხედრო ვალდებულთათვის);
  • სერტიფიკატის დედანი გამოცდების ეროვნული ცენტრიდან (მისი არსებობის შემთხვევაში) – თეორიული მიმართულების სამაგისტრო
    პროგრამების მსურველთათვის;
  • „ქართუ“ ბანკის რომელიმე ფილიალში გადახდილი 20 ლარიანი ქვითარი (რეკვიზიტები: სს ბანკი"ქართუ" - ანგარიში # 000283408; ბ/კოდი 220101081; საიდენტიფიკაციო კოდი: 203851028)
ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტების არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში აპლიკანტის განცხადება არ მიიღება.
საბუთების პირველადი შემოწმება ხდება ფაკულტეტებზე, დეკანატებში. შემოწმების შემდეგ მოთხოვნილი საბუთების დედნები უბრუნდება წარმომდგენს.
დეკანატის მიერ ვიზირებულ განცხადებას, საბუთებთან ერთად, აპლიკანტი აბარებს უნივერსიტეტის კანცელარიას.
თეორიული მიმართულების სამაგისტრო პროგრამებზე კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს აპლიკანტს, რომელსაც საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ოთხი ნაწილიდან რომელიმე სამ ნაწილში მაინც გადალახული აქვს დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვრები.
საშემსრულებლო მიმართულების სამაგისტრო პროგრამებზე კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტისთვის არ არის სავალდებულო საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტირების გავლა.
აპლიკანტმა უნდა ჩააბაროს სპეციალობის გამოცდა შესაბამის საგანში. საგამოცდო ფურცელში, რომელიც გაიცემა ფაკულტეტებზე, მითითებულია გამოცდის თარიღი და ადგილი. კონსულტაციები სასპეციალიზაციო გამოცდებისათვის ჩატარდება შესაბამის ფაკულტეტებზე.
სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის უფლების მოსაპოვებლად აპლიკანტმა სპეციალობის გამოცდაში ასევე უნდა გადალახოს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
სპეციალობის გამოცდისათვის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ყველა სამაგისტრო პროგრამაზე არის 31 ქულა (შესაძლო მაქსიმალური 100 ქულიდან), მინიჭებული კოეფიციენტები - 70 - თეორიული მიმართულების სამაგისტრო პროგრამებისთვის, 100 – საშემსრულებლო მიმართულების სამაგისტრო პროგრამებისთვის.
სპეციალობის გამოცდები ფაკულტეტების სამაგისტრო პროგრამებზე ჩატარდება 2010 წლის 16 – 20 სექტემბერს (1000 _1300 საათი) შესაბამის ფაკულტეტებზე.
სპეციალობის გამოცდების შედეგები გამოცხადდება ამა წლის 21 სექტემბერს.
საპრეტენზიო განცხადებების მიღება მოხდება იმავე დღეს, 21 სექტემბერს, განხილვა 22-23 სექტემბერს, საბოლოო შედეგები გამოცხადდება 24 სექტემბერს.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები