GE
სადოქტორო პროგრამა - კინო და ცენზურა ტოტალიტარიზმის ეპოქაში
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას თეორიულ და საშემსრულებლო სადოქტორო პროგრამაზე კინო და ცენზურა ტოტალიტარიზმის ეპოქაში - ხელმძღვანელი გოგი გვახარია.
სადოქტორო პროგრამების გაცნობა შესაძლებელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე www.tafu.edu.ge
საბუთები მიიღება 1-დან 14 სექტემბრის ჩათვლით სპეციალობის შესაბამის ფაკულტეტზე:
  • ხელოვნების, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი - მის: რუსთაველის გამზ. 19 ტელ: 997541
  • დრამის ფაკულტეტი - მის: რუსთაველის გამზ. 19 ტელ: 932252
  • კინო – ტელე ფაკულტეტი - მის: აღმაშენებლის გამზ. 40 ტელ: 960146
დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველთა მიერ წარსადგენი საბუთების ნუსხა:
  • განცხადება ფაკულტეტის, სადოქტორო პროგრამის მითითებით;
  • განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV);
  • ოთხი ფოტოსურათი (3X4);
  • მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის დამოწმებული ასლი;
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა-დასაბუთება;
  • სავარაუდო ხელმძღვანელის დასაბუთებული შუამდგომლობა;
  • უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატის დამოწმებული ასლი (არსებობის შემთხვევაში);
  • ახსნა-განმარტება იმის თაობაზე, რომ განმცხადებელი არ ირიცხება სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურაში (ან უარი არ ეთქვა სხვა უმაღლეს სასწავლებე;ლში დოქტორანტურაში მიღებასა და/ან მის მიერ შერჩეული თემის დამუშავებაზე).
  • მიწერის მოწმობა და მისი ასლი, ან სამხედრო ბილეთი და მისი ასლი (სამხედრო ვალდებულთათვის);
  • რეფერატული ნაშრომი (ფორმატი: 7–10 ნაბეჭდი გვერდი, უნიკოდი „აკადნუსხ“/„ sylfaen” - შრიფტი – 11, ინტერვალი – 1) სასურველი თემატიკის ფარგლებში – თეორიული მიმართულების სადოქტორო პროგრამების მსურველებმა;
  • სამოტივაციო წერილი სასურველი პროგრამის ფარგლებში – საშემსრულებლო მიმართულების სადოქტორო პროგრამების მსურველებმა.
  • „ქართუ“ ბანკის რომელიმე ფილიალში გადახდილი 20 ლარიანი ქვითარი (რეკვიზიტები: სს ბანკი"ქართუ" - ანგარიში # 000283408; ბ/კოდი 220101081; საიდენტიფიკაციო კოდი: 203851028).
ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტების არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში აპლიკანტის განცხადება არ მიიღება.
საბუთების პირველადი შემოწმება ხდება ფაკულტეტებზე, დეკანატებში. შემოწმების შემდეგ 1 - 9 პუნქტებით მოთხოვნილი საბუთები უბრუნდება წარმომდგენს.
დეკანატის მიერ ვიზირებულ განცხადებას, საბუთებთან ერთად, აპლიკანტი აბარებს უნივერსიტეტის კანცელარიას.
აპლიკანტმა უნდა ჩააბაროს სპეციალობის გამოცდა შესაბამის საგანში. საგამოცდო ფურცელში, რომელიც გაიცემა ფაკულტეტებზე,
მითითებულია გამოცდის თარიღი და ადგილი. კონსულტაციები სასპეციალიზაციო გამოცდებისათვის ჩატარდება შესაბამის ფაკულტეტებზე.
სადოქტორო პროგრამებზე ჩარიცხვის უფლების მოსაპოვებლად აპლიკანტმა სპეციალობის გამოცდაში ასევე უნდა გადალახოს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
სპეციალობის გამოცდისათვის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ყველა სადოქტორო პროგრამაზე არის 31 ქულა (შესაძლო მაქსიმალური 100 ქულიდან).
სპეციალობის გამოცდები ფაკულტეტების სადოქტორო პროგრამებზე ჩატარდება 2010 წლის 16 – 20 სექტემბერს (1500 _1800 საათი) შესაბამის ფაკულტეტებზე.
სპეციალობის გამოცდების შედეგები გამოცხადდება ამა წლის 21 სექტემბერს;
საპრეტენზიო განცხადებების მიღება მოხდება იმავე დღეს, 21 სექტემბერს, განხილვა 22-23 სექტემბერს, საბოლოო შედეგები გამოცხადდება 24 სექტემბერს.
2010/2011 სასწავლო წელს სადოქტორო პროგრამებზე კონკურსის წესით ჩასარიცხად გამოყოფილია სულ 20 ადგილი.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები