ფინანსური მენეჯმენტი
ღირებულება:
260
ლარი
ტრენინგის შესახებ:
ფინანსური მენეჯმენტი ფინანსების მართვას გულისხმობს, რომელიც კორპორატიული გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია.
ტრენინგი მიზნად ისახავს იმ პროცესების შესწავლას, რომელიც შედგება ისეთი ურთიერთდაკავშირებული და ურთიერთდამოკიდებული ფუნქციებისაგან, როგორიცაა: ფინანსების დაგეგმვა/შეფასება, რესურსების ოპტიმიზაცია და საფინანსო კონტროლი, რაც თავის მხრივ ორიენტირებულია კომპანიის მფლობელის ქონების მაქსიმიზაციისათვის.
აღნიშნული ტრენინგი უზრუნველყოფს ფინანსური გარემოს შეფასებას, რომელშიც კომპანია შეიძლება ოპერირებდეს, აგრეთვე ძირითადი გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო ფინანსური შეფასების ხელსაწყოების წარდგენასა და კომპანიის ფინანსური მდგომარეობის ანალიზს.
ტრენინგის თემატიკა:

- ფინანსური აღრიცხვის ძირითადი პრინციპები და ფინანსური უწყისები; საბალანსო უწყისის კომპონენტები, ორმაგი გატარება;
- საბალანსო უწყისის ფორმულა და მოგება-ზარალის უწყისთან არსებული კავშირი;
- მოკლევადიანი და გრძელვადიანი აქტივების აღრიცხვა;
- ცვეთა და ცვეთის ცხრილი, მეთოდები;
- მოკლე და გრძელვადიანი ვალდებულებები და სესხის ამორტიზაცია;
- გადავადებული საგადახდო აქტივებისა და ვალდებულებების წარმოშობის მიზეზის დადგენა და ანალიზი;
- ფულის მოძრაობის კონტროლის სისტემები, უწყისი და მისი მომზადება;
- საინვესტიციო და საფინანსო ფულის მოძრაობა; საოპერაციო ფულის მოძრაობის პირდაპირი და არაპირდაპირი მეთოდებით აღრიცხვა; ფულადი სახსრებოს მოძრაობის ანალიზი;
- ფირმისა და კაპიტალის მფლობელისათვის დარჩენილი თავისუფალი ფულადი სახსრების გამოთვლა;
- კომპანიის ფინანსური კოეფიციენტის ანალიზი;
- ფულის დროში ღირებულების კონცეფცია და ეფექტური საპროცენტო განაკვეთი;
- ფინანსური ინსტრუმენტები და სესხები;
- პროცენტის მრავალჯერადი დარიცხვა, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, ფინანსური ცხრილების გამოყენება;
- აქტივებისა და ობლიგაციების შეფასება;
- ბაზრის ეფექტურობის კონცეფცია;
- კომპანიის ღირებულებას, რისკსა და უკუგაგებას შორის არსებული კავშირის განხილვა;
- კაპიტალის ბიუჯეტირების ტექნიკა;
კურსის ხანგრძლივობა: 26 სთ.
ტრენინგის დაწყების თარიღი: 12 ივნისი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 10 ივნისი
კურსების გავლის შემთხვევაში თქვენ მიიღებთ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორენოვან სერთიფიკატს, ხოლო საუკეთესო შედეგის მქონე მსმენელები დამატებით მიიღებენ სარეკომენდაციო წერილს.

- სავარაუდო თარიღი გასულია
- ჩატარების ადგილი თბილისი
- სწავლების ენა ქართული
- სწავლის ფორმა საღამოს