GE
კოლეჯი და სკოლა-ლიცეუმი - ფესვები
სკოლა-ლიცეუმი ,,ფესვები", როგორც კერძო დამოუკიდებელი სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულება, დამოუკიდებლად ადგენს სასწავლო გეგმას, სასწავლო რეჟიმსა და ცხრილს.

სკოლაში მათემატიკისა და უცხო ენების სწავლება მიმდინარეობს გაძლიერებული კურსით. სკოლა ირჩევს სწავლა-აღზრდის მეთოდებსა და საშუალებებს. ახორციელებს დამატებით საგანმანათლებლო პროგრამებსა და მომსახურებას.

ჩვენი მიზანია, შევაყვაროთ მოსწავლეებს წიგნის კითხვა და განვუვითაროთ აზროვნება, ვასწავლოთ ცხოვრების ჯანსაღი წესი და თანამედროვე საინფორმაციო - საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება, ხელი შევუწყოთ მათ პიროვნულ და სოციალურ განვითარებას, ასაკისა და უნარის შესაბამისად.

ჩვენს სკოლაში მოსწავლე ყოველდღიურად ფასდება ქულებით, მშობელს ეგზავნება ინფორმაცია დღის მეორე ნახევარში შესრულებული სამუშაოს შესახებ.
ყოველკვირეულად დგინდება მოსწავლის რეიტინგული ქულა და ყოველთვიურად ტარდება შიდასასკოლო ტესტური წერა ქართულში, მათემატიკასა და უცხო ენებში.

სკოლას ჰყავს სასწავლო ოლიმპიადებში გამარჯვებული მოსწავლეები.

სკოლის მიერ შემუშავებული კრიტერიუმების საფუძველზე წლის ბოლოს გამოვლინდება ,,საუკეთესო ლიცეუმელი".

სწავლების სამივე საფეხურზე სკოლა-ლიცეუმი აჯილდოვებს ღირსეულ მოსწავლეებს ოქროსა და ვერცხლის მედლით და უნიშნავს სტიპენდიას.