სტიქიის გამო მე-11 კლასის გამოცდების განრიგში გარკვეული ცვლილებები შევიდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სტიქიის გამო მე-11 კლასის გამოსაშვები გამოცდების განრიგში შეტანილ ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც Aris.ge – განათლება უცვლელად გთავაზობთ:
,,თბილისის გარკვეულ სკოლებს სტიქიამ პრობლემები შეუქმნა. ხვალ მე-11 კლასის დამამთავრებელი გამოცდის აპრობაცია ჩატარდება მხოლოდ იმ სკოლებში, სადაც ელექტროენერგია და უწყვეტი ინტერნეტი იქნება და იმ უბნებში, სადაც მოსწავლეების გადაადგილება არ არის საფრთხის შემცველი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც მსგავსი პრობლემების მქონე სკოლებში დამამთავრებელი გამოცდების ორგანიზების საკითხებზე იმსჯელებს,” – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
საკითხს ეხმიანება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიც:
“მოგესალმებით, გაცნობებთ რომ თბილისისა და მიმდებარე რეგიონების იმ სკოლებს, რომლებიც სტიქიის გამო დაზარალდნენ, ხვალ 15 ივნისს პრეტესტი არ ჩაუტარდებათ. დეტალური ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით გამოქვეყნდება ხვალ, დღის პირველ ნახევარში”,- აღნიშნულია ცენტრის “facebook”-ის გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
-
აბიტურიენტის ცნობარის მომზადებას კიდევ ერთი თვე დასჭირდება – რა უნდა იცოდეთ
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
„განათლების სამინისტრო სასკოლო ფორმებს ჩინეთში განთავსებული სამკერვალოსგან შეიძენს“
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეებს ღირებულებით განათლებას კიდევ 129 სასულიერო პირი ასწავლის – სკოლებში 175 კლუბი უკვე ფუნქციონირებს
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო