GE

სასკოლო ფორმის შეძენა 2 ნოემბრიდან დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვისაც უნდა დაიწყოს – მისამართები

შპს საგანმანათლებლო რესურსების მიერ დღეს, 26 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციით, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის შეძენა ნოემბერში უნდა დაიწყოს.

“დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის შეძენა, დადგენილი გრაფიკის მიხედვით, 2 ნოემბრიდან იქნება შესაძლებელი, როგორც რეალიზაციის პუნქტებში, ასევე ონლაინ ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით – formebi.emis.ge”, – ვკითხულობთ ინფორმაციაში.

საგანმანათლებლო რესურსების ცნობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით 83 რეალიზაციის პუნქტი იფუნქციონირებს ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.

იხილეთ სასკოლო ფორმების რეალიზაციის პუნქტების მისამართების სრული ჩამონათვალი.

ასევე იხილეთ:

II-VI კლასის მოსწავლეებისთვის განკუთვნილი სასკოლო ფორმების ჩინეთიდან საქართველოში მოწოდება იგვიანებს?

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური